logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
ნათია თურნავა: ლარის კურსი დასტაბილურდება, რადგან მის გაუფასურებას ორგანული საფუძველი არ გააჩნია
ნათია თურნავა: ლარის კურსი დასტაბილურდება, რადგან მის გაუფასურებას ორგანული საფუძველი არ გააჩნია
21:05 31.07.2019
„როგორც მოსალოდნელი იყო და ეს ოფიციალურმა სტატისტიკამაც ცხადყო, არ არსებობს რაიმე ორგანული, ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებული სიღრმისეული მიზეზი, რომელიც წლის პირველ 6 თვეში ლარის კურსზე ნეგატიურ როლს ითამაშებდა“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, დღეს ყველაფერი მიგვანიშნებს, რომ ლარის კურსთან მიმართებაში შექმნილი პრობლემები, ძირითადად გამოწვეულია ნეგატიური საინფორმაციო ფონით და გარკვეული სპეკულაციური მოლოდინებითა და განცხადებებით.


„ერთი მხრივ, სახეზე გვაქვს პოზიტიური ეკონომიკური ზრდა, გაუმჯობესებული სავაჭრო ბალანსი, ინფლაცია გეგმის ფარგლებში. მეორე მხრივ, გვაქვს პრობლემები, რომლებიც შეიქმნა ლარის კურსთან დაკავშირებით - აქ ცალსახად ვხედავთ ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა ნეგატიური საინფორმაციო ფონი, სპეკულაციური განცხადებები. ზოგი ამას ნებსით აკეთებს, ზოგი - უნებლიედ და არის გარკვეული პანიკური განწყობების დათესვის მცდელობები. ძირითადად სწორედ ეს ფაქტორები მოქმედებს ლარის კურსზე“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.


მისივე შეფასებით, ლარის კურსთან დაკავშირებით ნეგატიური მოლოდინები ხელოვნურია, არ არის სიღრმისეული და არ აქვს ორგანული მიზეზი. აქედან გამომდინარე, მინისტრის განცხადებით, ლარის კურსი დასტაბილურდება, რადგან მის გაუფასურებას არანაირი ორგანული საფუძველი არ გააჩნია.


„ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმაც აღნიშნა, რომ ლარი დღეს ზედმეტად არის გაუფასურებული. ეს იმას ნიშნავს, რომ წესით, ლარი არ უნდა იყოს ახლა ამ ნიშნულზე, რადგან ეკონომიკა არ იძლევა ამის საფუძველს. აქედან გამომდინარე, რაც უფრო მალე მოხდება საინფორმაციო ფონის ნორმალიზაცია, რაც უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდებით ყველა, მათ შორის, სხვადასხვა შინაარსის განცხადებების გაკეთებას, უფრო სწრაფად მივიღებთ პროცესების ნორმალიზებას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ეკონომიკური პარამეტრები სრულ საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ უახლოეს პერიოდში ლარის კურსი უფრო ნორმალიზაციისკენ წავა. ჩვენ ყველამ უნდა შევუწყოთ ამას ხელი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.


მისივე თქმით, ნეგატიური, აჟიოტაჟური ფონის ნორმალიზების შემთხვევაში ლარის კურსი თავად დასტაბილურდება. თუმცა, ეს ბერკეტებიც არის ეროვნული ბანკის ხელში და არის სრული მზადყოფნა, რომ ვითარების შესაბამისად, ეს ბერკეტებიც იქნას გამოყენებული.


„აქედან გამომდინარე, არის ხედვა, არის ბერკეტები, რომლის გამოყენების მზადყოფნაც არსებობს. უბრალოდ, ეს ძალიან სერიოზული ანალიზის საფუძველზე უნდა გავაკეთოთ და არა აჟიოტაჟური მოწოდებების საპასუხოდ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო