logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
logo2
logo2
logo2
დავით თვალაბეიშვილი: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ელექტროენერგიის იმპორტსა და გარე ფაქტორებზე არ ვიყოთ დამოკიდებული
დავით თვალაბეიშვილი: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ელექტროენერგიის იმპორტსა და გარე ფაქტორებზე არ ვიყოთ დამოკიდებული
19:53 30.07.2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილმა „თიბისი კაპიტალის“ მიერ საქართველოს ელექტროენერგიის სექტორის შესახებ კვლევის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა. კვლევაში გაანალიზებულია ელექტროენერგიის სექტორი 2019 წლის მდგომარეობით.

პრეზენტაციას საქართველოს მთავრობის, ენერგეტიკული სექტორისა და თიბისის ბანკის კლიენტები დაესწრნენ.

„ენერგეტიკა საქართველოს ეკონომიკის განვითარების ერთერთი საფუძველია. ამდენად, მისი სწორად დაგეგმვა ძალიან მნიშვნელოვანია. აღნიშნული საშუალებას მოგვცემს, მომავალი 10-წლეულების განმავლობაში განვავითაროთ ჩვენი ენერგეტიკა და ეკონომიკა. კვლევის შედეგები დაგვეხმარება, დავხვეწოთ ჩვენი გეგმები და სტრატეგია,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. კვლევის მიხედვით ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდა ბოლო 6 წლის განმავლობაში აჭარბებს გამომუშავების ზრდას.

„დღეს საქართველოს ენერგეტიკა მნიშვნელოვანი გზაგასაყარის წინაშე დგას. ცვლილებები ბევრი მიმართულებით ხორციელდება. უახლოეს თვეებში ჩვენ გვექნება ახალი კანონი ენერგეტიკის შესახებ, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის სათამაშო მოედანს ენერგეტიკის სფეროში და ბაზარზე ახალ მოთამაშეებს შემოიყვანს. ჩვენი ამოცანაა, ბაზარზე გაიზარდოს კონკურენცია და გამჭვირვალობა აღნიშნულ სექტორში. ჩამოყალიბდება ელექტრონული ბირჟა, სადაც ივაჭრებენ ბაზრის მოთამაშეები - გენერაციის კომპანიები, ტრეიდერები, მომხმარებლები. ეს ყველაფერი განხორციელდება ეტაპობრივად, 2021 წლიდან ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ წავალთ ამ მიმართულებით,“ - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ.

დავით თვალაბეიშვილმა ასევე გაამახვილა ყურადღება სხვა კანონპროექტებზეც, რომლებიც მნიშვნელოვნად შეცვლიან საქართველოს ენერგეტიკულ სექტორს. ასეთ პროექტებს შორის მან დაასახელა კანონპროექტები „ენერგოეფექტურობის“ და „განახლებადი ენერგიის შესახებ“ და სხვ. „ჩვენ მხარში ვუდგავართ ისეთ პროექტებს, როგორიცაა ჰიდროელექტროსადგურები. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მომავალი 10 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის იმპორტსა და გარე ფაქტორებზე არ ვიყოთ დამოკიდებული,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

თიბისი კაპიტალის მოლოდინით, მიმდინარე და დაგეგმილი ჰიდროსადგურების პროექტების დასრულების ფონზე, 2023 წლისათვის საქართველოში დადგმული სიმძლავრე 600 მგვტ-ით გაიზრდება, რაც დამატებით 2.3 ტვტ. სთ-ით გაზრდის ელ. ენერგიის გენერაციას. თბოსადგურების გამომუშავებასთან ერთად წლიური გენერაცია 14.8 ტვტ. სთ-მდე გაიზრდება.

კვლევიდან ჩანს, რომ 2023 წლისათვის მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდის ფონზე ელ. ენერგიის მოხმარება 28%-ით, 16.1 ტვტ. სთ-მდე გაიზრდება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა