logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
logo2
logo2
logo2
ნათია თურნავა: ფშავ-ხევსურეთის ინტერნეტიზაცია ტურისტულად კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის კუთხეს, გააუმჯობესებს განათლების ხარისხს და შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს
ნათია თურნავა: ფშავ-ხევსურეთის ინტერნეტიზაცია ტურისტულად კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის კუთხეს, გააუმჯობესებს განათლების ხარისხს და შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს
17:35 27.07.2019
„სოფელ როშკას ინტერნეტიზაცია არის იმ დიდი პროგრამის ნაწილი, რომელსაც ჩვენი მთავრობა, კერძოდ, ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს - ეს არის სათემო ინტერნეტიზაციის პროგრამა, რომელიც ნაწილობრივ სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ნაწილობრივ, დონორების მიერ ფინანსდება. ძალიან კარგი საქმე გაკეთდა როშკასთვის, აქ შეყვანილია მაღალი ხარისხის ინტერნეტი, რაც ერთი ორად აამაღლებს ტურისტულ მიმზიდველობას და ტურისტულ პოტენციალს“ , – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ხევსურეთში, სოფელ როშკაში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

ნათია თურნავას ინფორმაციით, როშკასთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტის მიწოდებასთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას ასევე უტარდება უფასო ტრენინგები, თუ როგორ განათავსონ თავიანთი საოჯახო სასტუმროების შესახებ სხვადასხვა საერთაშორისო ტურისტულ საიტზე. „რა თქმა უნდა, პროგრამის განხორციელება ასევე აამაღლებს განათლების ხარისხს, რადგან ადგილობრივი სკოლა იქნება მაღალი ხარისხის ინტერნეტით უზრუნველყოფილი“, - განაცხადა ნათია თურნავამ

ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტის განხორციელება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით, ინტერნეტ საზოგადოებისა (ISOC) და საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის ჩართულობით დაიწყო.

პროექტი ორ ეტაპად ხორციელდება. პირველ ეტაპზე დაიფარება ფშავის, პირაქეთა ხევსურეთის (ბარისახოს თემი), არხოტის ხეობები, მეორე ეტაპზე - პირიქითა ხევსურეთის და არდოტის, უკანა ფშავისა და გუდამაყრის ხეობები. სატესტო რეჟიმში უკვე ფუნქციონირებს ინტერნეტის ქსელი, რომლითაც იფარება უკანა ფშავის დასახლებები - თხილიანა, შუაფხო, მუქო, ხოშარა, მათურა, ვაკის სოფელი, ახადი, ჭიჩო, უდილაურთა, ხოლო უახლოეს მომავალში დაიფარება სოფლები - ელიაგზა, ჩათხევი, გოგოლაურთა, ზარისჭალა. ამ ეტაპზე არხოტის ხეობის (არხოტის უღელტეხილი - ზეთუკის მთა) ინტერნეტით დაფარვის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის დასრულების შედეგად ინტერნეტით დაფარული იქნება ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის 76 სოფელი (496 ოჯახი, 1291 მუდმივი მაცხოვრებელი).

მნიშვნელოვანია, რომ ინტერნეტთან ერთად, ეკონომიკის სამინისტროსა და მცირე და საშუალო ტელეკომოპერატორების ასოციაციის ძალისხმევით, ამ რეგიონში მცხოვრებთათვის ხელმისაწვდომი გახდება IP ტელეფონით სარგებლობა. ასევე აღსანიშნავია, რომ ადგილობრივ ბავშვიან ოჯახებს როუტერები, IP ტელეფონები და სახლის მიმღები „Wi-Fi“ მოწყობილობები უფასოდ გადაეცემათ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა