რომან კაკულია: სამწუხაროა, რომ ხელისუფლებაში მოსვლა უნდათ ძალებს, რომლებიც ტოლობის ნიშანს არ სვამენ პარლამენტზე მიტანილ შტურმსა და ეკონომიკისათვის მიყენებულ ზარალს შორის
რომან კაკულია: სამწუხაროა, რომ ხელისუფლებაში მოსვლა უნდათ ძალებს, რომლებიც ტოლობის ნიშანს არ სვამენ პარლამენტზე მიტანილ შტურმსა და ეკონომიკისათვის მიყენებულ ზარალს შორის
00:21 27.07.2019
„ძალიან სამწუხაროა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი გააჩნიათ ისეთ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ტოლობის ნიშანს არ სვამენ პარლამენტზე მიტანილ შტურმსა და ეკონომიკისათვის მიყენებულ ზარალს შორის“-ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ ლარის კურსთან დაკავშირებით განაცხადა.

კაკულიას განცხადებით, ადვილი დასანახია მკაფიო და პირდაპირი კავშირი ოპოზიცის ლიდერების მიერ გაკეთებულ განცხადებებსა და ლარის კურსის დღევანდელ მერყეობას შორის. მისი განცხადებით, ოპოზიცის ლიდერების განცხადებები ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ეს იყო აბსოლუტურად მიზანმიმართული პროცესი არამარტო პარლამენტის შეტევაზე ორიენტირებული, არამედ გრძელვადიანი გათვლა იმასთან დაკავშირებით, რომ ეკონომიკაც მიიღებდა ზარალს.

„ადამიანების ის ნაწილი, ვისაც მშვიდობიანი პროტესტი სურდა, დღესაც აგრძელებს ამ პროტესტს და არავინ არ ცდილობს შეჭრას პარლამენტში, ხოლო ის ნაწილი, რომელიც ამას ცდილობდა თავის დროზე და მათი ორგანიზატორები, მიჩნდება ეჭვი, როდესაც მათი ლიდერების კომენტარებს ვისმენ, რომ ეს იყო აბსოლუტურად მიზანმიმართული პროცესი არამარტო პარლამენტის შეტევაზე ორიენტირებული, არამედ გრძელვადიანი გათვლა იმასთან დაკავშირებით, რომ ეკონომიკაც მიიღებდა იმ ზარალს, რომელსაც ახლა ვხედავთ ჩვენ და რაც ყველაზე სამწუხაროა, კვლავ მახსენდება ის ფორმულა, რომელიც ჰქონდა ყოფილ ხელისუფლებას- ხელისუფლებაში მოსვლა ნებისმიერ ფასად და ეს ფასი ამ წუთას ჩვენ გადავიხადეთ ლარის კურსთან დაკავშირებული ძალიან მძიმე რყევებით. განსაკუთრებულად სამწუხაროა, რომ როდესაც ხელისუფლება ცდილობს გარკვეული ნაბიჯები გადადგას ამ სიტუაციის დასტაბილურების მიზნით, მხოლოდ პოპულიზმით ხდება ამის შეფასება“,-აცხადებს რომან კაკულია.

ბეჭდვა