logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: გარდაბნის თბოსადგური2 იქნება დამატებითი სიმძლავრე, რომელიც განამტკიცებს ჩვენს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას
ნათია თურნავა: გარდაბნის თბოსადგური2 იქნება დამატებითი სიმძლავრე, რომელიც განამტკიცებს ჩვენს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას
14:03 26.07.2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს თბოელექტოსადგურ გარდაბანი1-ს მუშაობას და თბოელექტროსადგურ გარდაბანი2-ზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. ნათია თურნავას ინფორმაციით, მშენებლობა გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს და სადგური წლის ბოლოს, ან ყველაზე გვიან, 2020 წლის დასაწყისში უკვე მწყობრში შევა. ნათია თურნავასთან ერთად თბოელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოები მისმა მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა და „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბახტაძემ დაათვალიერეს.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გასამტკიცებლად „პირველ რიგში, ეს არის ახალი ჰიდროსადგურები, რომლებიც ჩვენ საკუთარ რესურსებს ეყრდნობა, მაგრამ ამავდროულად ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის და შეუჩერებელი და ხარისხიანი ენერგომომარაგებისთვის მნიშვნელოვანია თბოსადგურებიც, ეს არის საბაზისო სიმძლავრე“, - აღნიშნა მინისტრმა.

შპს „გარდაბნის თბოსადგური“ 2015 წელს შევიდა ექსპლუატაციაში. მისი სიმძლავრე 230 მგვტ-ს შეადგენს. გარდაბნის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური, ოპტიმალური საექსპლუატაციო დანახარჯით ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგომწარმოებელია, რომელმაც 2017 წელს 1,171,145,129 კვტ/სთ ენერგია გამოიმუშავა, რაც ქვეყანაში გამომუშავებული მთლიანი ენერგიის 10%-ზე მეტია.

“გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“-ის მშენებლობას საფუძველი 2016 წლის ოქტომბერში ჩაეყარა, აქტიური სამშენებლო ფაზა კი 2017 წლის ზამთარში დაიწყო. გარდაბნის თბოსადგურისგან განსახვავებით, ახალ თბოელექტროსადგურს ექნება ,,ნულიდან’’ გაშვების ფუნქცია, რასაც უზრუნველყოფს ავტონომიური/დამოუკიდებელი დიზელ-გენერატორი (Black Start Diesel Generator). აღნიშნული ფუნქცია მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ქვეყნის ელექტროსისტემაში სიმძლავრის არარსებობის (System Black-out) დროს შესაძლებელი იქნება ელექტროსისტემისგან დამოუკიდებლად სადგურის გაშვება. სადგური აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტიპის ,,ჯენერალ ელექტრიკის’’ (GE-General Electric) გაზისა და ორთქლის ტურბინებით და გენერატორებით.

მშენებლობის დაფინანსება მთლიანად სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ შიდა რესურსებით მოხდება, თბოელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 230 მგვტ-ს შეადგენს. „ეს იქნება დამატებითი სიმძლავრე, რომელიც განამტკიცებს ჩვენს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას. მშენებლობა გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს, სადგური უახლესი ტექნოლოგიებით შენდება და ჩვენ მალე მივიღებთ ამ შესანიშნავ ობიექტს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა