logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
logo2
logo2
ეროვნულმა ბანკმა ფინანსური ინსტრუმენტების ბაზრების დირექტივასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
ეროვნულმა ბანკმა ფინანსური ინსტრუმენტების ბაზრების დირექტივასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
11:33 26.07.2019
24-25 ივლისს, საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით, გაიმართა სამუშაო შეხვედრა: "MIFID II1-ის პრინციპები და ევროკავშირის გამოცდილება: საინვესტიციო ფირმების (საბროკერო კომპანიების) პერსპექტივა". შეხვედრის მთავარი მიზანი ბაზრის მონაწილეებისათვის MIFID II-ის პრინციპებისა და ევროკავშირის გამოცდილების გაზიარება იყო.

ღონისძიებაში, ეროვნული ბაკის სპეციალისტებთან ერთად კომერციული ბანკებისა და საბროკერო კომპანიების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

შეხვედრა საქართველოს ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების ბაზრის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სალომე სხირტლაძემ გახსნა. მან აუდიტორიას გააცნო კაპიტალის ბაზრის მიმართულებით მიმდინარე პროცესები და ისაუბრა იმ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც უკავშირდება სფეროს მარეგულირებელი ჩარჩოს განვითარებას, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის გამჭვირვალობასა და სანდოობას.

"მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა როგორც კაპიტალის ბაზრის განვითარების, ასევე საზედამხედველო პოლიტიკის მიმართულებით. ფასიანი ქაღალდების ბაზრის მარეგულირებელი ჩარჩოს განვითარება მიზნად ისახავს საშუამავლო მომსახურების სტანდარტების ამაღლებას, არსებული ინვესტორების ინტერესების დაცვასა და ფასიანი ქაღალდების ბაზარზე გამჭვირვალობის ხარისხის გაუმჯობესებას", - განაცხადა სალომე სხირტლაძემ.

სამუშაო შეხვედრას ბელგიის ფინანსური სექტორის ზედამხედველობის (FSMA) წარმომადგენლები, გიომ ბერარი და ლიენ ვერხოგი უძღვებოდნენ.

შეხვედრაზე საინვესტიციო ფირმების (საბროკერო კომპანიების) საქმიანობასთან დაკავშირებული პრინციპები (MIFID II) განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორგანიზაციული სტრუქტურის საკითხებსა და ეთიკის პრინციპებს (Conduct of business requirements). ასევე, MIFID II-ის სტანდარტებთან ერთად მონაწილეებმა განიხილეს პრაქტიკული მაგალითები და ევროკავშირის გამოცდილება, მათ შორის შესაფერისობის და შესაბამისობის ტესტის, Best Execution-ის, ჩანაწერების შენახვის, კლიენტებთან ანგარიშგების, და სხვა საკითხებთან დაკავშირებული პროცესების შესახებ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა