logo2
logo2
logo2
არქივი
« მაისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა ქართველ მეცნიერ-ეკონომისტებს შეხვდა
ნათია თურნავა ქართველ მეცნიერ-ეკონომისტებს შეხვდა
16:02 18.07.2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის მუშაობაში, რომელიც რეგიონულ ეკონომიკურ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს შეეხებოდა. მას მეცნიერ-ეკონომისტები და მკვლევარები, აგრეთვე წამყვანი უმაღლესი სასწავლებლების ეკონომიკის პროფესორები დაესწრნენ.

შეხვედრამ დისკუსიის რეჟიმში ჩაიარა. მინისტრის მოკლე შესავლის შემდეგ, მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა გამოხატეს საკუთარი მოსაზრება, აგრეთვე დასვეს შეკითხვები საქართველოს ეკონომიკური ვითარების, ქვეყნის განვითარებაზე გარე შოკების გავლენისა და 20 ივნისის მოვლენების შემდეგ შექმნილი მდგომარეობის შესახებ. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ექსპორტისა და ტურიზმის განვითარებასა და ამ კუთხით არსებულ გამოწვევებსა და გამოსვლის გზებზე. მეცნიერებმა ასევე გამოხატეს თავისი მოსაზრება, როგორ აისახება საქართველოს ეკონომიკის განვითარებაზე რუსეთთან შექმნილი ვითარება, აგრეთვე თურქეთში მიმდინარე და მოსალოდნელი პროცესები.

მრგვალი მაგიდის დასასრულს, მისი მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება მუშაობა კრებსითი დოკუმენტის - ეკონომიკის განვითარების სტრატეგიის მომზადებაზე, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ქართველი მეცნიერ-ეკონომისტების ხედვები ეკონომიკის განვითარების და ინკლუზიური ზრდის შესახებ

„ჩვენ - პირადად მე, აგრეთვე ეკონომიკის სამინისტროს სხვა თანამდებობის პირები პერიოდულად ვხვდებით მეცნიერ-ეკონომისტებს და ექსპერტებს და ერთმანეთს ვუზიარებთ მოსაზრებებს და სიახლეებს სხვადასხვა მიმდინარე ეკონომიკურ საკითხთან დაკავშირებით. ამ ბოლო დროს ძალიან აქტუალურია რეგიონული გამოწვევები. ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური ანალიზი. ჩვენ ვიმსჯელეთ არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის, ტურიზმის სექტორში შექმნილ ვითარებაზე, სხვადასხვა საფრთხეებზე, იმ ნეგატიურ შედეგებზე, რაც ამ საფრთხეებს შეუძლია ეკონომიკურ განვითარებას მოუტანოს და ასევე მათი შერბილების გზებზე,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მრგვალი მაგიდის შემდეგ.

მინისტრის განცხადებით, მოხდა შეთანხმება, რომ გაგრძელდება თანამშრომლობა კრებსითი სტრატეგიული დოკუმენტის შექმნაზე, რომელიც არ იქნება მიმართული მხოლოდ დღევანდელ გამოწვევებზე. „ეს იქნება ეკონომიკური სტრატეგია, სადაც თავმოყრილი იქნება ჩვენი და მეცნიერ-ეკონომისტების ხედვები. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება უშუალოდ დოკუმენტზე მუშაობის პროცესიც, რომელშიც ჩართული იქნება ყველა მსურველი აკადემიური წრეებიდან. ამ პროცესს ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ორგანიზებას გავუწევთ,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

მრგვალი მაგიდა ორგანიზაცია „სექტორი 3“ - ის ოფისში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და „თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა