logo2
logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ტექნოპარკში Hardware Hackathon ჩატარდა
ტექნოპარკში Hardware Hackathon ჩატარდა
17:10 15.07.2019
ტექნოპარკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ბიზნეს-აქსელერატორ ,,სპარკის’’ ორგანიზებით Hardware Hackathon ჩატარდა.

ღონისძიებაში მონაწილეობა ათმა გუნდმა მიიღო.

ჰაკათონის პირველ დღეს მათ მიიღეს გამოწვევები, აირჩიეს მათგან ერთი-ერთი და დაიწყეს მუშაობა.

გუნდებს 48 საათი ჰქონდათ პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული იდეების მოსაფიქრებლად და ამ იდეებზე დაფუძნებული პროტოტიპების შესაქმნელად.

ჰაკათონის მთავარი გამოწვევები უკავშირდებოდა Smart City ე.წ ჭკვიანი ქალაქის კონცეფციის განვითარებასა და ქალაქში სხვადასხვა ეკოლოგიური პრობლემის ინოვაციურად გადაწყვეტას.

პირველ ადგილზე გავიდა გუნდი ,,ბაკურიანის ბოთლი’’, რომელმაც წარმოადგინა ჭკვიანი ურნის პროექტი, რომლის ძირითადი მიზანია, დროულად დაიცალოს სავსე ურნა ან არ მოცდეს ნაგვის მანქანა და პერსონალი ცარიელი ურნის შემოწმებაზე.

მათ ნაგვის ურნაში ჩაამონტაჯეს მიკროპროცესორული პლატფორმა და სენსორები, რომელიც მობილური ინტერნეტის საშუალებით ურნის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას გადასცემს ცენტრალურ სერვერს.

ამ ინფორმაციის საფუძველზე სათანადო სამსახურს შეეძლება ოპტიმალური მარშრუტების განსაზღვრა.

მეორე ადგილზე გასულმა გუნდმა SBM წარმოადგინა პროექტი, რომელიც ითვლის მგზავრების რაოდენობას სამარშრუტო ავტობუსებში.

მოწყობილობა წარმოადგენს Raspberry Pi 3 მიკროკომპიუტერს, რომელზეც მიერთებულია კამერა.

პროგრამული კოდი დაიწერა პითონის ბაზაზე და გამოყებულ იქნა სახის ამოცნობის ბიბლიოთეკა.

მესამე ადგილზე გასული გუნდის - Unknown-ის პროექტი მიმართულია ქალაქში პარკირების სისტემის მოწესრიგებისკენ.

ძირითადი აქცენტი გაკეთდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონდე პირებისთვის გამოყოფილი პარკირების ადგილების დაცვაზე.

მოწყობილობა წარმოადგენს მიკროპროცესორულ პლატფორმას, რომელიც აფიქსირებს საპარკინგე ადგილებზე ავტომობილების არსებობას და უზრუნველყოფს მის იდენტიფიკაციას.

ჰაკათონის ფარგლებში გუნდებს წვდომა ჰქონდათ ტექნოპარკის ფაბლაბის თანამედროვე დაზგა-დანადგარებზე, როგორებიცაა 3D პრინტერი, ლაზერული მჭრელი, CNC პროგრამირებადი ჩარხი და აშ.

მონაწილეები პარტნიორმა ორგანიზაციამ - DAC მოამარაგა ყველა საჭირო ელექტრონული მოწყობილობით.

იდეებზე მუშობის პროცესში მონაწილეებთან მუშაობდნენ ტექნოპარკის ფაბლაბისა და კომპანია ,,აზრის’’ მენტორთა ტექნიკური ჯგუფი, რომლებმაც გუნდებს გაუზიარეს გამოცდილება და დაეხმარნენ იდეის სწორი მიმართულებით განვითარებაში.

მარათონის დასკვნით ეტაპზე, თითოეულმა გუნდმა წარადგინა საკუთარი პროექტი ჟიურის წინაშე, რის შემდეგაც გამოვლინდნენ გამარჯვებულები.

კომპანია DAC-მა გამარჯვებულ გუნდებს მათი ელექტრონიკის მაღაზიის საპრიზო ვაუჩერები გადასცა, ხოლო კომპანია ,,აზრი’’-სა და კომპანია ,,ზეგ’’-ის რჩეული გუნდი ელექტრო სკუტერით დასაჩუქრდა.

გამარჯვებულ გუნდებს ექნებათ შესაძლებლობა გამოიყენონ ტექნოპარკის ფაბლაბში არსებული თანამედროვე დანადგარები და მიიღონ ტექნიკური ჯგუფის დახმარება.

ბიზნეს-აქსელერატორი ,,სპარკი’’ კი მათ ბიზნეს მოდელის დახვეწასა და განვითარებაში დაეხმარება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა