logo2
logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
კავკასიის უნივერსიტეტში ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსის შემაჯამებელი გალა ღონისძიება გაიმართება
კავკასიის უნივერსიტეტში ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსის შემაჯამებელი გალა ღონისძიება გაიმართება
17:48 14.07.2019
ხვალ კავკასიის უნივერსიტეტში ექსპორტის მენეჯმენტის საფუძვლების ონლაინკურსის პრეზენტაცია და ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსის შემაჯამებელი გალა ღონისძიება გაიმართება.

ექსპორტის მენეჯმენტის საფუძვლების ონლაინ კურსი, რომელიც ღონისძიების პირველ ნაწილში გაიამართება, USAID -ის პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) ფარგლებში, სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“კომპანია მაინდვორქსთან თანამშრომლობით შეიმუშავა. აღნიშნული განთავსდება როგორც სააგენტოს ვებ-გვერდზე, ასევე, youtube-სა და კიდევ 2 სხვა პლატფორმაზე. ონლაინ ტრენინგების შემუშავებაში აქტიურად იყვნენ ჩართულები დარგის ექსპერტები.

ეს არის პირველი, სრულყოფილი ონლაინ ანიმირებული ტრენინგი, რომელიც მთლიანად ფარავს ექპორტთან დაკავშირებულ საბაზისო საკითხებს. კურსი აერთიანებს 10 მოდულს, მათ შორის ინკოტერმსის პირობებს, საქართველოს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკას (თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებებს), ბაზარზე შეღწევის სტრატეგიულ გეგმას და სხვა. აღსანიშნავია, რომ ონლაინ ტრენინგენს ასევე აქვს საკითხავი ვერსია. მომხმარებელს შეუძლია თავისუფლად ჩამოტვირთოს და ამ გზით გაიღრმავოს ცოდნა.

პრეზენტაციის დასრულებისთანავე, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი და კავკასიის უნივერსისტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია, ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსის წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატებს გადასცემენ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინიციატივით და კავაკსიის ბიზნეს სკოლის მხარდაჭერით, ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსი უკვე მეექვსედ განხორციელდა. ქართული ექსპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ მიეცათ შესაძლებლობა აემაღლებინათ ცოდნა, განევითარებინათ საჭირო უნარ-ჩვევები და დაემყარებინათ მნიშვნელოვანი კავშირები მათთვის რელევანტურ კომპანიებთან. კურსის ფარგლებში, 40 ექსპორტის მენეჯერის გადამზადება მოხდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა