logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: დღეს საქართველოში 14 ათასზე მეტი მეზღვაურია და ჩვენ უნდა ვისწრაფოთ, რომ ეს ციფრი, სულ მცირე, გავასამმაგოთ
ნათია თურნავა: დღეს საქართველოში 14 ათასზე მეტი მეზღვაურია და ჩვენ უნდა ვისწრაფოთ, რომ ეს ციფრი, სულ მცირე, გავასამმაგოთ
16:54 13.07.2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.

მინისტრთან ერთად ღონისძიებას დაესწრნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი, თამარ იოსელიანი და სხვა ოფიციალური პირები.

მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას, მინისტრმა ქართველ მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცა მადლობა გადაუხადა თითოეულ მათგანს იმ ღირსეული წვლილისთვის, რომელიც მეზღვაურებს საქართველოსა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში შეაქვთ.

„თქვენ ხართ ერთ-ერთი ყველაზე რთული პროფესიის წარმომადგენლები, უმაღლესი რანგის პროფესიონალები, იმ იშიათი პროფესიის წარმომადგენლები, ვისაც აქვს შესაძლებლობა ლეგალურად დაასაქმოს ქართველი ადამიანები საზღვარგარეთ და მისასალმებელია, რომ ჩვენს სასწავლებლებში აღზრდილი პროფესიონალი მეზღვაურები ძალიან დიდი მოთხოვნით სარგებლობენ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, ქართველ მეზღვაურებს დღეისათვის 50 ქვეყნის, მათ შორის 20 ევროპული ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე აქვთ ცურვის უფლება და ეს არის ის ნიშნული, საითკენაც ყველა სხვა პროფესიაში უნდა ვისწრაფოდეთ.

„თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებსაც ყოველწლიურად 200 მილიონზე მეტი შემოგაქვთ ჩვენი ეკონომიკის გასამყარებლად, რისთვისაც თქვენი მადლიერები ვართ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა ასევე განსაკუთრებული მადლობა გამოხატა იმ პროფესიონალიზმისა და თავდადებისთვის, რომლითაც მომავალ მეზღვაურებს ზრდიან ქართველი პედაგოგები.

„საქართველოში მეზღვაურობის სფეროში განათლებოს სისტემა 150 წელზე მეტს ითვლის. დღეს არსებულ სამ სასწავლებელს უდიდესი წვლილი შეაქვს ჩვენი მეზღვაურების წარმატებაში. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ეს სასწავლებლები, კიდევ უფრო მიმზიდველი, უფრო მეტად საინტერესო და პორფესიონალური გავხადოთ თქვენი აღზრდა, რომ რაც შეიძლება მეტი მეზღვაური შეემატოს ჩვენს რიგებს. დღეს 14 ათასზე მეტი მეზღვაურია, ვინც საქართველოს სახელს პროპულარიზაციას უწევს ქვეყნის გარეთ და ჩვენ უნდა ვისწრაფოთ, რომ ეს ციფრი სულ მცირე გავასამმაგოთ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა წლევანდელი წლის კამპანიას „მეტი ქალი გემზე“ და აღნიშნა, რომ როგორც მთავრობის წევრი, როგორც ქალი-მინისტრი ყველანაირად მხარს უჭერს მეზღვაურ ქალთა განვითარებასა და დასაქმებას.

„ეს არის ძალიან საპატიო პროფესია, რომელიც მეტ შესაძლელობას ქმნის ქალბატონების დასაქმების კუთხით და ამ მამაკაცურ პროფესიასაც მხოლოდ გააკეთილშობილებს და წაადგება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ოფიციალური მისალმებების შემდეგ, დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. მინისტრმა ნათია თურნავამ ღირსების მედლით დააჯილდოვა საზღვაო საქმის წარმომადგენლები, ნათია ლაბაძე და ლუიზა წვერავა, აგრეთვე საზღვაო სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის კაპიტნები, იური ქადარია და თამაზ იმერლიშვილი და უფროსი - მექანიკოსი, იური ქორიძე.

მეზღვაურთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება საყვირების ფონზე ზღვაში გვირგვინის ჩაშვებით დასრულდა, რითიც ზღვაში სამსახურის დროს გარდაცვლილ საზღვაო დარგის პროფესიონალებს პატივი მიაგეს.

ასევე ნავმისადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე ოფიციალურად გაიხსნა „მეზღვაურთა სკვერი“.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის