logo2
logo2
logo2
არქივი
« თებერვალი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29
logo2
logo2
ნათია თურნავა: იქმნება შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთ უპასუხისმგებლო პოლიტიკურ ძალას უნდოდა, დაწესებულიყო სანქციები, რომელიც ძალიან დიდი პრობლემების წინაშე დააყენებდა რიგით მოსახლეობას
ნათია თურნავა: იქმნება შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთ უპასუხისმგებლო პოლიტიკურ ძალას უნდოდა, დაწესებულიყო სანქციები, რომელიც ძალიან დიდი პრობლემების წინაშე დააყენებდა რიგით მოსახლეობას
20:34 10.07.2019
„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სწორედ ჩვენი ხელისუფლების პერიოდში გაკეთდა მაქსიმუმი იმისთვის, რომ მიგვეღწია საგარეო ვაჭრობის დივერსიფიკაციისთვის - ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, ასევე ჩვენი ხელისუფლების პირობებში გაფორმდა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ჩინეთთან, EFTA - ს ქვეყნებთან,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ შექმნილი ვითარების კომენტირებისას, რომელიც საქართველოში წარმოიქმნა 20 ივნისის მოვლენების შემდეგ. მინისტმა ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება რამდენიმე ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.

ნათია თურნავას განცხადებით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებმა გზა გაუხსნა ქართველ მწარმოებლებს 2,3 მილიარდ ახალ მომხმარებლამდე.

„ეს არის ის შესაძლებლობა, რაც შევუქმენით ქართულ ბიზნესს. წინა მთავრობის მსგავსად, ბიზნესს კი არ ვაკონტროლებთ და კი არ ვკარნახობთ, რომელ ქვეყანაში რა გაიტანონ, არამედ მივეცით მათ სრული შესაძლებლობა და თავისუფლება, რომ შეღავათიანი პირობებით ჰქონოდათ წვდომა უზარმაზარ ბაზრებზე და თვითონ აერჩიათ, სად გაყიდონ საკუთრი პროდუქცია. ჩვენ არ ვკარნახობთ ბიზნესს, არ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც კარნახობს ბიზნესს, თუ სად რა გაიტანოს, ბიზნესი თავად ირჩევს. თუმცა ასევე ირჩევს ტრადიციულ ბაზარსაც, მათ შორის რუსეთის ბაზარს და ეს არის მათი არჩევანი, რომელსაც ჩვენ პატივი უნდა ვცეთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მართალია რუსეთის ბაზარი ჩვენს ექსპორტში არ არის დომინანტი და გასული წლის მონაცემებით, ექსპორტში წილი მხოლოდ 13%-ს შეადგენს, მაგრამ ამ კონკრეტული მაჩვენებლის უკან დგას ათობით მეღვინე, ფერმერი, ასევე სხვა მწარმოებლები და პატივი უნდა ვცეთ მათ არჩევანს და მათზე ვიზრუნოთ.

ნათია თურნავამ განსაკუთრებულად გამოყო ტურიზმის სექტორი, სადაც რუსეთიდან ტურისტულ ნაკადებს 25 პროცენტი უკავია. „ამ მაჩვენებლის უკან დგანან კონკრეტული ოჯახები, ჩვენი საოჯახო სასტუმროების მეპატრონეები, ტაქსის მძღოლები, რესტორნის მესვეურები, ვინც ელოდებოდა ამ მილიონ ტურისტს და არავის აქვს უფლება, პატივი არ სცეს ბიზნესის არჩევანს, ან ჩაერიოს მათ არჩევანში და შეურაცხყოფა მიაყენოს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთ უპასუხისმგებლო პოლიტიკურ ძალას და პოლიტიკოსს სწორედაც რომ უნდოდა, დაწესებულიყო სანქციები, მიეღოთ ხისტი გადაწყვეტილებები, რომელიც ძალიან დიდი პრობლემების წინაშე დააყენებდა რიგით მოსახლეობას.

„ზარალი, რომელიც შეიძლებოდა მიგვეღო, 4 მილიარდ ლარს გადააჭარბებდა და ამას თითოეული მოქალაქე საკუთარ თავზე იგრძნობდა. დღეს ვიმყოფები ბათუმში, სადაც ვხედავთ დაცარიელებულ პლაჟებს, რაც არის იმ მავნებლური მიდგომის შედეგი, რასაც ამ ბოლო დროს ვხედავთ. ვგულისხმობ, ისტერიასა და ყოველგვარ ზღვარს გადასულ შეურაცხყოფას ქართული ღვინისა და მეღვინეების მიმართ. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი მოქალაქეები კარგად ხედავენ, თუ ვინ არის, პასუხისმგებლიანი მთავრობა, როგორ ვიქცევით და ასე ვთქვათ, მაქსიმალურად დაბალანსებულ მიდგომას ვიჩენთ, რომ არ დავაზარალოთ კიდევ უფრო მეტად ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოსახლეობის ინტერესები და სად დგანან უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები რომლებიც არანაირ პასუხს არ აგებენ საკუთარ გამონათქვამებზე და მათ შედეგებზე,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა