logo2
logo2
logo2
არქივი
« თებერვალი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29
logo2
logo2
ივანე მაჭავარიანი: ყველა ის საუბარი, რომ მეტი გაყიდული ღვინო რუსეთში ან მეტი შემოსული ტურისტი რუსეთიდან, ადრე თუ გვიან უარს გვათქმევინებს ჩვენს დასავლურ არჩევანზე - არის სიბეცე როგორც მინიმუმ, ან არის მავნებლობა
ივანე მაჭავარიანი: ყველა ის საუბარი, რომ მეტი გაყიდული ღვინო რუსეთში ან მეტი შემოსული ტურისტი რუსეთიდან, ადრე თუ გვიან უარს გვათქმევინებს ჩვენს დასავლურ არჩევანზე - არის სიბეცე როგორც მინიმუმ, ან არის მავნებლობა
20:12 10.07.2019
ყველა ის საუბარი, რომ მეტი ღვინო გაყიდული რუსეთში ან მეტი შემოსული ტურისტი რუსეთიდან ადრე თუ გვიან უარს გვათქმევინებს ჩვენს დასავლურ არჩევანზე - არის სიბეცე როგორც მინიმუმ, ან არის მავნებლობა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა.

„ურთიერთობის დალაგება არამც და არამც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი პრეტენზიები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით, რამენაირად შერბილდება. სამწუხაროდ, არც იმას ნიშნავს, რომ რუსები უარს იტყვიან ამ ტერიტორიების აღიარებაზე. მაშინ რას ნიშნავდა ურთიერთობების დალაგების მცდელობა, როცა ამას „ქართული ოცნება“ ჰპირდებოდა მოსახლეობას - ეს ნიშნავდა ბიზეს, ეკონომიკური, კულტურული და ადამიანური ურთიერთობების მაქსიმალურად გამიჯვნას პოლიტიკისგან“,- განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

როგორც მან აღნიშნა, რუსეთთან ურთიერთობების დალაგების მცდელობამ სავაჭრო და კულტურულ ნაწილში, ვერ შეანელა წინსვლა და მისწრაფება დასავლეთთან ურთიერთობის განმტკიცებაში.

„მსოფლიოში არის ბევრი მაგალითი, რომ ბევრ სახელმწიფოს შორის, რომლებთაც რბილად რომ ვთქვათ, არც თუ მარტივი პოლიტიკური ურთიერთობებები აქვთ, ვაჭრობა, მიმოსვლა და კულტურული ურთიერთობები გრძელდება. ახლა ცოტა სხვანაირად შევხედოთ ჩვენც ამ საკითხს. რუსეთთან ურთიერთობების დალაგებამ სავაჭრო და კულტურულ ნაწილში შეანელა თუ არა ჩვენი წინსვლა და მისწრაფება დასავლეთთან, პირიქით - გააძლიერა. მე შეგახსენებთ, რომ ამავდროულად, ამ ყველაფრის პარალელურად, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ხელი მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირთან. პარალელურად, მოხდა ვიზალიბერალიზაცია, ნატოსთან ისეთი ურთიერთობები ჩამოყალიბდა, რომელიც ჯერ არ ახსოვს ნატოსა და საქართველოს“ ,- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, ეს საკითხი ზოგიერთი პოლიტიკური ძალის მიერ არის წარმოჩენილი ისე, თითქოს ეს არის ურთიერთგამომრიცხავი.

„ვიცი, რომ ძნელია... ერთი მხრივ, გვაქვს სერიოზული პრეტენზიები რუსეთთან, მეორე მხრივ, ხდება რაღაცა ტიპის ურთიერთობების გაღრმავება... პოლიტიკაში ასეთი რამეები შეიძლება შეთანხმდეს და თუ პასუხიმგებლობით მოვეკიდებით ამ საკითხს, ის ათიათასობით ადამიანი, რომელიც არის დასაქმებული დღეს ტურიზმის სექტორში, მათზე უნდა ვიფიქროთ. განვთავისუფლდეთ ამ კომპლექსისგან. სირცხვილის განცადა იმიტომ, რომ ცოტათი მეტი ბოთლი ღვინო გაიყიდა რუსეთში ან თავის მართლების პოზაში დგომა, არის სიბეცე“ - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა