logo2
logo2
logo2
არქივი
« თებერვალი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი: უპასუხისმგებლო განცხადებები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების მიზეზი ხდება
ლევან დავითაშვილი: უპასუხისმგებლო განცხადებები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების მიზეზი ხდება
17:57 10.07.2019

ბოლო დღეებში ჩვენ ნათლად დავინახეთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დღის

წესრიგში ერთადერთი რამ დგას - ქვეყანას შეექმნას პრობლემები, დამძიმდეს მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, "ნაცმოძრაობის" უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგად უკვე ბევრი პრობლემა შეიქმნა.

"ნაციონალური მოძრაობის უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგად, ჩვენ უკვე მივიღეთ პრობლემები ტურიზმის სექტორში, საფრთხის წინაშე დადგა აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი. ჩვენი ქვეყანა ნახევარ მილიარდ ლარზე მეტ შემოსავალს რუსეთის ფედერაციაში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის გზით იღებს.

2006-დან 2012 წლამდე, როდესაც ჩვენთვის დაწესებული იყო ემბარგო, რუსეთიდან საქართველოში მილიარდ დოლარზე მეტი პროდუქციის იმპორტი ხორციელდებოდა, ხოლო ჩვენი ქვეყანა არანაირ შემოსავალს არ იღებდა. ჩვენ შევძელით დადებითი სავაჭრო ბალანსის შექმნა. სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები პრაგმატული პოლიტიკის ნაწილია და ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ ჩვენ არ ვკვეთთ წითელი ხაზებს, არასოდეს საკითხი არ დამდგარა ამგვარად - ტერიტორიული მთლიანობა თუ სავაჭრო ურთიერთობები. მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა ასევე ნაციონალური მოძრაობის დღის წესრიგის ნაწილია. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ სრულიად ნათელია მათი სურვილი - უპასუხისმგებლო ქცევებით დააზიანონ სავაჭრო ურთიერთობები, რაც, საბოლოოდ, მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობას გააუარესებს" - განაცხადა მინისტრმა.

ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით.

"და ბოლოს, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ აქტიურდა ვმუშაობთ ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით. ღვინის გაყიდვები მსოფლიოს სხვა ბაზრებზე გაზრდილია ასი პროცენტით, რაც 40 მილიონამდე ბოთლს შეადგენს. მაშინ, როდესაც 2012 წელს ღვინის მთლიანი ექსპორტი 20 მილიონი იყო და აქედან დიდი ნაწილი ისევ რუსეთში შედიოდა სხვადასხვა გზით. ამავე დროს, ქართული ღვინის პოპულარიზაციის გამოყოფილი ბიუჯეტი მილიონი ლარიდან ეტაპობრივად 9 მილიონ ლარამდე გავზარდეთ, რამაც ქართული ღვინო მეტად ცნობადი და მოთხოვნადი გახადა პრაქტიკულად მთელ მსოფლიოში" - განაცხადა მინისტრმა.


 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა