logo2
logo2
logo2
არქივი
« თებერვალი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29
logo2
logo2
ლაშა ხუციშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ის ეტაპი, რომელსაც ფინანსთა სამინისტრო რეფორმების გატარების დროს, საჯარო და კერძო დიალოგის ფორმატში ახორციელებს
ლაშა ხუციშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ის ეტაპი, რომელსაც ფინანსთა სამინისტრო რეფორმების გატარების დროს, საჯარო და კერძო დიალოგის ფორმატში ახორციელებს
17:28 10.07.2019
„ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ის ეტაპი, რომელსაც ფინანსთა სამინისტრო რეფორმების გატარების დროს, საჯარო და კერძო დიალოგის ფორმატში ახორციელებს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა საქართველოში საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხარისხის 2014-2019 წლების შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ.

მისი განმარტებით, ეს ეტაპები წარმოადგენს - შესაბამისი რეგულაციის ზეგავლენის დოკუმენტის მომზადებას, უშუალოდ კანონპროექტის მომზადებას, მის განხილვას საჯარო სექტორთან, საკანონმდებლო ორგანოში მუშაობასა და საბოლოოდ, აღნიშნული რეფორმის იმპლემენტაციას.

„ფინანსთა სამინისტროს მიერ საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილი კანონპროექტები, სწორად ამ სტანდარტით არის შეფასებული. მნიშვნელოვანია ის, რომ აღნიშნული პროცედურები გარანტირებულად გვაძლევს იმის განსაზღვრის შესაძლებლობას, რომ ესა თუ ის რეფორმა იქნება წარმატებული“, - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი 4 წლის განმავლობაში აფასებდა იმას, თუ რამდენად უზრუნველყოფილი იყო კერძო სექტორის ჩართულობა კანონშემოქმედებით პროცესში. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კანონი „საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (ე.წ ესტონური მოდელი) იყო ერთ-ერთი საუკეთესო ამ თვალსაზრისით. სამინისტრომ თავისი კეთილი ნებით, მოახდინა კერძო სექტორის ჩართულობის უზრუნველყოფა კანონშემოქმედებით პროცესში და ვფიქრობთ, კარგი იქნება თუ სხვა უწყებებიც გაიზიარებენ ამ მაგალითს“, - აღნიშნა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა.

დღეს, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი საქართველოში საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხარისხის 2014-2019 წლების შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო. ღონისძიებაზე ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონი „საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (ე.წ. ესტონური მოდელი) დასახელდა იმ კანონპროექტებს შორის, რომელთა მომზადების პროცესში ყველაზე მაღალი ხარისხით იყო უზრუნველყოფილი კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგი.

საგრანტო პროექტი „საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხარისხის კონტროლი საქართველოში“, რომელიც ხორციელდება IDFI-ის მიერ USAID-ის „მმართველობა განვითარებისთვის საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით, მიზნად ისახავს შეაფასოს ჩართულობის ხარისხი მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზეგავლენის მქონე კანონპროექტების მომზადების პროცესში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა