logo2
logo2
logo2
არქივი
« მაისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
   ეკონომიკის მინისტრის მოადგილე: აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში საინვესტიციო პროექტების პირველი კატალოგი შეიქმნა
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე: აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში საინვესტიციო პროექტების პირველი კატალოგი შეიქმნა
17:45 09.07.2019
აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში პირველად შეიქმნა საინვესტიციო პროექტების კატალოგი, სადაც ექვსივე ქვეყნის - აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვას, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის კერძო და სახელმწიფო სექტორებიდან იქნება წარმოდგენილი საინვესტიციო პროექტები, რაც ევროკავშირის სხვადასხვა ინვესტორებს საშუალებას მისცემს, დეტალურად გაეცნონ მათ და დაინტერესების შემთხვევაში, წარადგინონ საინვესტიციო წინადადებები“ - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებთან განაცხადა.

მინისტრის მოადგილემ დეტალურად ისაუბრა აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმის მნიშვნელობაზე, რომელიც ბათუმში, მიმდინარე წლის 11 ივლისს გაიმართება. ფორუმში, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახსნის, მონაწილეობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირები, საინვესტიციო სააგენტოები, მსხვილი ბიზნესგაერთიანებები, საერთაშორისო კომპანიები, ევროპის საინვესტიციო ბანკის, ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მაღალი რანგის წარმომადგენლები.

„ფორუმის მიზანია, მოიზიდოს მეტი ევროპული ინვესტიცია საქართველოსა და სხვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. ავირჩიეთ სექტორები ძირითადი პრირიტეტული საინვესტიციო მიმართულებების მიხედვით - სოფლის მეურნეობა, გადამამუშავებელი მრეწველობა, ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი და ტურიზმი და ვგეგმავთ, ამ სექტორებში არსებული საინვესტიციო პროექტები იყოს ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული ინვესტორისთვის როგორც ევროკავშირის, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან და რაც მთავარია, ჩვენი სურვილია რომ აღნიშნული პროექტების ჩამონათვალი იყოს განახლებადი. პრაქტიკულად, ეს არის უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რადგან შეიქმნა პირველი შესაძლებლობა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო პროექტებს თავი მოეყარა ერთიანი კატალოგის სახით“ - განაცხადა გენადი არველაძემ.

აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმი ევროკომისიის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ევროპული მმართველობისა და ეკონომიკის ცენტრის თანაორგანიზებით იმართება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა