logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: რაც უფრო მეტ ქვეყანასთან, მათ შორის რუსეთთან გვექნება ეკონომიკური, პრაგმატული ურთიერთობები,  მით უკეთესია ჩვენთვის
ნათია თურნავა: რაც უფრო მეტ ქვეყანასთან, მათ შორის რუსეთთან გვექნება ეკონომიკური, პრაგმატული ურთიერთობები, მით უკეთესია ჩვენთვის
15:58 06.07.2019
„რაც უფრო ძლიერები ვიქნებით ეკონომიკურად, რაც უფრო მეტ ქვეყანასთან, მათ შორის რუსეთთან გვექნება ეკონომიკური, პრაგმატული ურთიერთობები, რაც უფრო მეტი კმაყოფილი რუსი ტურისტი წავა აქედან და წაიღებს ინფორმაციას რეალურ საქართველოზე, მით უკეთესია ჩვენთვის, რადგან ჩვენ ავირჩიეთ კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი გზა და ეს არის, მათ შორის, ამ მშვიდობიანი დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ნაწილი“, - ამის შესახებ ნათია თურნავამ გურჯაანში ადგილობრივ ფერმერებთან, მეღვინეებთან და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, უმნიშვნელოვანესია ადამიანებს შორის კარგი ურთიერთობა, მეტი ტურისტი ყველა მიმართულებიდან, მათ შორის რუსეთიდან. „რუს ტურისტს, გარდა იმისა, რომ აქ ფულს ხარჯავს და ჩვენს ეკონომიკაში შეაქვს წვლილი, დამატებითი დატვირთვა აქვს - ის არის ერთი ცალკეული, მართალი ინფორმაციის მატარებელი ადამიანი რუსეთში. ეს არის რეალობა“, - აღნიშნა თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრი ადგილობრივ მეწარმეებთან საუბრისას სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებსაც შეეხო. მისი თქმით, ბიზნესს უნდა ჰქონდეთ არჩევანი, ივაჭროს ნებისმიერ ქვეყანასთან, სადაც თვლის, რომ უკეთესად გაიყიდება მისი პროდუქტი. „დღეს საქართველოს ეკონომიკა არის საკმაოდ დივერსიფიცირებული, მათ შორის ჩვენი მთავრობის დიდი ძალისხმევით. რუსეთთან ვაჭრობა ექსპორტის ნაწილში არის 13 პროცენტი, რა თქმა უნდა, არის სხვა ქვეყნები, არის არჩევანი, მაგრამ ამის გამო უარი ვთქვათ ამ 13%-ზე? ცხადია, არა. ეკონომიკა, მათ შორის ექსპორტი, მთლიანობაში უნდა გაიზარდოს და თქვენ უნდა გქონდეთ არჩევანი, ივაჭროთ ნებისმიერ ქვეყანასთან, სადაც თვლით, რომ უკეთესად გაიყიდება თქვენი პროდუქტი. ჩვენი მოვალეობაა, რომ დავიცვათ თქვენი უფლებები, რომ თავისუფლად აკეთოთ თქვენი საქმე“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

კახეთში, გურჯაანში ადგილობრივ ფერმერებთან, მეღვინეებთან და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას ნათია თურნავასთან ერთად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი და ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი ესწრებოდნენ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის