logo2
logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი ჩიქოვანი: ბათუმის კონფერენციამ უკვე დიდი როლი შეიძინა საერთაშორისო პოლიტიკასა და საერთაშორისო ურთიერთობებში
ირაკლი ჩიქოვანი: ბათუმის კონფერენციამ უკვე დიდი როლი შეიძინა საერთაშორისო პოლიტიკასა და საერთაშორისო ურთიერთობებში
18:05 05.07.2019
საქართველოს მთავრობა 11-12 ივლისს ბათუმში მასპინძლობს უმნიშვნელოვანეს კონფერენციას, რომელმაც თავისი როლი შეიძინა საერთაშორისო პოლიტიკასა და საერთაშორისო ურთიერთობებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებში ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი შეფასებით, ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ კონფერენციას დაესწრება უმაღლესი დონის დელეგაცია, რომელთა შორის არიან ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ევროკომისარი, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი და რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი.

"აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებში საქართველო არის ყველაზე წარჩინებული ქვეყანა, რომელმაც შეძლო, სრულად გამოეყენებინა "აღმოსავლეთ პარტნიორობის" აბსოლუტურად ყველა პროგრამა და მიმართულება, რისი მონაწილეებიც არიან ჩვენი თანამოქალაქეები. ყველაზე თვალსაჩინო და ხელშესახები იყო უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება და რა თქმა უნდა, რაც ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია, საქართველო არის ევროპასთან ასოცირებული სახელმწიფო. ის გზა, რაც ჩვენ ბოლო 10 წლის განმავლობაში გავიარეთ, იყო ძალიან მნიშვნელოვანი. გატარდა ძალიან ბევრი რეფორმა და საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები არასოდეს ყოფილა ისეთ მაღალ დონეზე, როგორც დღეს არის. ჩვენ ეს დინამიკა უნდა შევინარჩუნოთ და შესაბამისი მზაობა არსებობს როგორც საქართველოს, ასევე ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

პრემიერის მრჩევლის ინფორმაციით, ბათუმის კონფერენციის ფარგლებში საუბარი შეეხება საქართველოს პროგრესს და გზას, რომელიც მის კიდევ უფრო ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას გულისხმობს.

"საქართველო კიდევ უფრო მეტად ევროპული სახელმწიფო გახდება, რომელსაც ექნება აბსოლუტურად ყველა ინსტრუმენტი იმისათვის, რომ როდესაც ასეთი სტრატეგიული მომენტი და დრო დადგება, გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. საქართველოს მიზანია, მზად იყოს აბსოლუტურად ყველა იმ რეფორმისა და სტანდარტების ჩამოსაყალიბებლად, რომელიც არსებობს ევროკავშირის ნებისმიერ სხვა ქვეყანაში", - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა