logo2
logo2
logo2
არქივი
« მაისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გენადი არველაძე: სერბეთის მხარესთან შევთანხმდით, რომ დაიწყება მუშაობა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ
გენადი არველაძე: სერბეთის მხარესთან შევთანხმდით, რომ დაიწყება მუშაობა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ
16:51 04.07.2019
საქართველოსა და სერბეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის პირველი სხდომა, რომელიც 3-4 ივლისს თბილისში გაიმართა, ორმხრივი ოქმის ხელმოწერით დასრულდა. დოკუმენტს საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ და სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა ნემანია სტევანოვიჩმა ხელი მოაწერეს.

ოქმის თანახმად, განისაზღვრა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებები. მათ შორის, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობაზე ორმხრივი ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის და სხვა პრიორიტეტული მიმართულებით. კერძოდ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველო უმასპინძლებს ტუროპერატორებსა და ჟურნალისტებს სერბეთიდან, რომლებიც განახორციელებენ საქართველოს პრომოციას საკუთარ სამშობლოში.

გარდა ამისა, მხარეებმა ასევე მიაღწიეს შეთანხმებას, რომ განიხილავენ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების შესაძლებლობას.

კომისიის სხდომის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი იყო სერბეთის, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის გამოცდილება ევროინტეგრაციის გზაზე. ამ მიზნით, ჩამოყალიბდება დიალოგის ფორმატი საქართველოსა და სერბეთს შორის, რომლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერება ბათუმის კონფერენციაზე, რომელიც მომავალ კვირას გაიმართება.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გავეცნოთ იმ გამოცდილებას, რომელიც სერბეთმა განვლო ევროინტეგრაციის გზაზე. საქართველო ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე, ძირეულ რეფორმებს ახორციელებს სხვადასხვა მიმართულებით. ამდენად, სერბეთთან, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანასთან ჩვენ შევქმნით დიალოგის სპეციალურ ფორმატს, რომელიც დაგვეხმარება ევროინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ.

მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარემ გამოხატა მზაობა, დაიწყოს მოლაპარაკება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.

“საქართველოსთან შესანიშნავი პოლიტიკური ურთიერთობები გვაქვს. ოქმი, რომელსაც დღეს ხელი მოვაწერეთ, ახალ სიმაღლეზე აიყვანს ჩვრნს ორმხრივ სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებს. დარწმუნებული ვარ, აღნიშნული დოკუმენტი ხელს შეუწყობს ეკონომუკური კავშირების გაღრმავებასა და გაფართოვებას“, - განაცხადა კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა ნემანია სტევანოვიჩმა.

სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის პირველი სხდომის ფარგლებში, ასევე ორი ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით ბიზნეს ფორუმი გაიმართა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა