logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: ტურიზმის სექტორიდან მოთხოვნები სამი მიმართულებით ისმის და ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ მათ მოგვარებაზე
ნათია თურნავა: ტურიზმის სექტორიდან მოთხოვნები სამი მიმართულებით ისმის და ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ მათ მოგვარებაზე
17:53 03.07.2019


„მას შემდეგ, რაც ტურიზმის ინდუსტრია ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე დადგა, პირადად მე, მთელი ჩვენი გუნდი პრემიერ-მინისტრის დავალებით, რეგიონებში დავდივართ და ვხვდებით სექტორს, განსაკუთრებით იმ ტურისტული მიზიდულობის ადგილებში, ვისაც ყველაზე დიდი რისკი დაუდგა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ქუთაისში, მცირე და საოჯახო სასტუმროების მფლობელებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, ტურიზმის ინდუსტრია წლის ბოლომდე 1 მილიონ რუს ტურისტს ელოდებოდა, თუმცა ახლა მათი ჩამოსვლის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

ნათია თურნავას განცხადებით, სხვა რეგიონებში ბოლო დროს გამართული შეხვედრების მსგავსად, ქუთაისში გამართული შეხვედრის მიზანი იყო, ადგილობრივი ტურისტული ბიზნესისგან მოესმინა მათი მოთხოვნები, რათა სხვადასხვა ქალაქებსა და სოფლებში გამართული შეხვედრების შედეგების შეჯამება და შემდგომი სამოქმედო გეგმის შემუშავება მოხდეს.

„მოთხოვნები სამი მიმართულებით ისმის: პირველი მოთხოვნაა, რომ მოხდეს სტაბილიზაცია, იყოს მშვიდობა და ამის შესახებ მესიჯი კიდევ ერთხელ მივაწოდოთ მთელ მსოფლიოს - რომ საქართველო იყო, არის და იქნება უსაფრთხო ადგილი ტურიზმისთვის. მეორე მიმართულებაა ფინანსური პრობლემები, რაც ბიზნესს დაუდგა, ესაა ბანკის სესხები, სხვადასხვა გადასახადები, ის შემოსავალი, რომელსაც ისინი მიიჩნევდნენ, რომ მიიღებდნენ ამ სეზონზე და რომელიც შეიძლება ვერ მიიღონ ამ გართულებული ვითარების გამო. მესამე მიმართულება, რომელიც ძალიან მკაფიოდ გამოიკვეთა - ბიზნესი, სასტუმროები, ოჯახები ითხოვენ, რომ დივერსიფიკაციასა და სხვა მიმართულებებზე მუშაობასთან ერთად მაქსიმუმი გავაკეთოთ, რომ მათ შორის რუსი ტურისტიც არ წავიდეს ქვეყნიდან და ჩვენს ბაზარზე შევინარჩუნოთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.


ეკონომიკის მინისტრის თქმით, სწორედ ეს სამი მიმართულებაა ის დავალება, რომელიც მოდის ტურიზმის ინდუსტრიიდან, მცირე სასტუმროებისგან, ტუროპერატორებისგან და რიგითი ადამიანებისგან და მთავრობა, ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად მუშაობს მათ მოგვარებაზე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა