logo2
logo2
არქივი
« მარტი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
საზღვაო აკადემიის კურსდამთავრებულებისთვის და მოქმედი სტუდენტებისთვის უპრეცედენტო შეღავათები დაწესდება
საზღვაო აკადემიის კურსდამთავრებულებისთვის და მოქმედი სტუდენტებისთვის უპრეცედენტო შეღავათები დაწესდება
17:10 03.07.2019
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, აჭარის მთავრობის, სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და საზღვაო აკადემიის უშუალო ჩართულობით, მეზღვაურების პროფესიული ზრდა-განვითარების მიზნით, მიღებულ იქნა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რაც გულისხმობს საზღვაო აკადემიის კურსდამთავრებულებისთვის და მოქმედი სტუდენტებისთვის სასწავლო-საწვრთნელი სერტიფიკატების უფასოდ გაცემას.

კერძოდ:


ა) გამომდინარე იქიდან, რომ მეზღვაურთა საზღვაო 6-თვიანი პრაქტიკა საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილია და ეთმობა 30 კრედიტი, საზღვაო პრაქტიკისთვის კი აუცილებელია თეორიული ცოდნის გარდა კონკრეტული საწვრთნელი კურსების გავლა, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამ გადაწყვიტა, აკადემიის სტუდენტებისთვის პრაქტიკისთვის სავალდებულო ქვემოთ ჩამოთვლილი კურსები უფასოდ ჩაატაროს:


ა) Personal Survival Techniques 1.19 / პირადი გადარჩენის მეთოდები;
ბ) Fire Prevention And Fire Fighting 1.20 / ხანძრის თავიდან აცილება და ხანძართან ბრძოლა;
გ) Elementary First Aid 1.13 / ელემენტარული პირველადი დახმარება;
დ) Personal Safety And Social Responsibilities 1.21 / პირადი უსაფრთხოება და სოციალური პასუხისმგებლობა.


ბ) მეზღვაურთა დასაქმებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კრიტერიუმს წარმოადგენს ინგლისური ენის ცოდნა - მის გარეშე მეზრვაურების შანსი, დასაქმდნენ წამყვან და პრესპექტიულ კომპანიებში, ძალიან დაბალია. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამ მიიღო გადაწყვეტილება, საკუთარ ბაზაზე ყველა მსურველ მეზღვაურს უფასოდ ჩაუტაროს ინგლისური ენის შემსწავლელი ორთვიანი კურსები. კურსებს გაუძღვებიან საზღვაო აკადემიის პროფესორები (აკადემიური პერსონალი).
კურსების ორგანიზებულად წამართვის მიზნით გამოცხადდება რეგისტრაცია მიმდინარე წლის 8 ივლისიდან 12 ივლისის ჩათვლით (ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის მეზღვაურთა სასწავლო, საწვრთნელი და სერტიფიცირების ცენტრში, მისამართი: ქ. ბათუმი, ლერმონტოვის ქ. N2), რის შემდეგაც შეიქმნება სპეციალური ჯგუფები და დაიწყება მეცადინეობები.


გ) აკადემია ასევე ითვალისწინებს იმ პირების მდგომარეობას და საჭიროებებს, ვინც დაასრულა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, აიღო შესაბამისი კვალიფიკაციის და კომპეტენციის სერტიფიკატი, მაგრამ ვერ მოახერხა დასაქმება. შესაბამისად, საზღვაო აკადემია საკუთარ კურსდამთავრებულებს, რომლებსაც მეზღვაურის სერტიფიკატები უკვე აღებული აქვთ და ბოლო 4 წლის განმავლობაში ვერ დასაქმდნენ, შესაბამის პოზიციაზე საწვრთნელ კურსებს ჩაუტარებს უფასოდ. აღნიშნული შეღავათებით სარგებლობისთვის დაინტერესებულმა პირებმა უნდა მიმართონ მიმდინარე წლის 31 აგვისტოს ჩათვლით. აღსანიშნავია, რომ ზემოთაღნიშნული შეღავათები/აქციები არ არის ერთჯერადი და მიიღებს პერმანენტულ ხასიათს.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია საქართველოს ერთადერთი სახელმწიფო საზღვაო საგანმანათლებლო დაწესებულებაა და აცნობიერებს თავის მნიშვნელობას საზღვაო სფეროს განვითარების საკითხში. წლების განმავლობაში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას თავისი წვლილი შეაქვს მეზღვაურთათვის ჯანსაღი გარემოს შექმნაში, მათი წინსვლისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა