logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
logo2
logo2
დედაქალაქის მერია  მცირე და საშუალო განთავსების ობიექტების შესახებ სემინარს ჩაატარებს
დედაქალაქის მერია მცირე და საშუალო განთავსების ობიექტების შესახებ სემინარს ჩაატარებს
13:22 03.07.2019
თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური კომპანია „გალტ ენდ თაგარტთან“ პარტნიორობით, მცირე და საშუალო განთავსების ობიექტების შესახებ სემინარს ჩაატარებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, იმისთვის, რომ დედაქალაქში ტურისტული პოტენციალი კიდევ უფრო გაიზარდოს, ამ მიმართულებით მერია მასტერკლასებს და სემინარებს მუდმივად ატარებს.

“საუკეთესო მახასიათებლები, რომელიც ჩვენს ქალაქს, ქვეყანას გააჩნია, აუცილებლად სწორად უნდა იქნეს გამოყენებული, როგორც ქვეყნის საკეთილდღეოდ, ასევე, ეკონომიკური განვითარებისთვის. შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენს ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ამას სჭირდება ხელშეწყობა, განვითარება, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სერვისების გაუმჯობესება. ამისთვის, რა თქმა უნდა, დედაქალაქის მერიის მხრიდან იქნება მაქსიმალური თანადგომა. ამისი ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია ის, რომ დედაქალაქის ტურისტული პოტენციალის გაზრდის და ამ სფეროში ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, თბილისის მერია პერიოდულად ატარებს მასტერკლასებს და სემინარებს ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, სემინარი, რომელიც 9 ივლისს ჩატარდება, ამ სფეროს წარმომადგენლებსწ კვალიფიკაციის ამაღლებაში დაეხმარება.

„სემინარი შეეხება მცირე და საშუალო განთავსების ობიექტების მიმოხილვას, ფასების დინამიკას, კონკურენციას, დატვირთვას, ტურისტულ ელექტრონულ პლატფორმებს, ასევე, სასტუმროების პოზიციონირებას, კრიზისული პერიოდების მართვას, სპეციალურ საბანკო პროდუქტებს, დონორების პროგრამებს. გარდა ამისა, მინდა „საქართველოს ბანკს“ თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადო. მათი წარმომადგენლები ისაუბრებენ ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ. ყველა ვთანხმდებით, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ახალი ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება კონკრეტულად ამ სფეროში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მსგავსი სემინარები უახლოეს მომავალში, ასევე, გიდებისთვის და Airbnb და booking-ზე განთავსებული ბინების მეპატრონეებისთვისაც გაიმართება.

„მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. იზრდება სასტუმროებისა, ჰოსტელებისა და კაფე-ბარების რაოდენობა. ეს ყოველივე თითოეულ მოქალაქეზე აისახება. დასაქმების ადგილები იქმნება, მათ შორის ახალგაზრდებისთვის. ამ პროცესს ხელი უნდა შევუწყოთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

სემინარების ჩატარების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსდება თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე, სადაც მსურველები დარეგისტრირებას შეძლებენ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა