logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ დიდი ბრიტანეთში  „წლის პირდაპირი უცხოური საინვესტიციო პროექტის" ჯილდო მოიპოვა.
სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ დიდი ბრიტანეთში „წლის პირდაპირი უცხოური საინვესტიციო პროექტის" ჯილდო მოიპოვა.
09:50 02.07.2019
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დიდი ბრიტანეთში „წლის პირდაპირი უცხოური საინვესტიციო პროექტი“ - ს ნომინაციაში დაჯილდოვდა.

ღონისძიება “Emerging Europe Leaders’ Meeting & Awards” 27-28 ივნისს, ქ. ლონდონში გაიმართა. ღონისძიების მიზანი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მოწინავე და საინვესტიციოდ მიმზიდველი ქვეყნების წარმოჩენა იყო.

ღონისძიებაზე გამარჯვებულები 17 კატეგორიაში გამოვლინდნენ. დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველო 3 ნომინაციაში იყო წარდგენილი. სსიპ „აწარმოე საქართველოში“ ინიცირებით, ნომინაციაში „წლის პირდაპირი უცხოური საინვესტიციო პროექტი“ (FDI Project of the Year) კომპანიების “Jaguar“ და „Continental“ შემდეგ, მესამე ადგილზე კომპანია „აჭარა ტექსტილი“-ს პროექტი გავიდა. საწარმო 2018 წელს, ქ. ფოთში, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გაიხსნა.

აღნიშნულ საწარმოში 1300-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნა და ჯამში 3000 ადამიანის დასაქმება იგეგმება. კომპანია 100%-ით ექსპორტზე მუშაობს და ტანსაცმელს ისეთი ცნობილი ბრენდებისთვის კერავს, როგორებიცაა: Nike, Adidas, Puma. შპს “აჭარა ტექსტილი“ საქართველოს ეკონ¬ომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარ¬გლებში, როგორც ფინანსური, ასევე, ინფრასტრუქტურული მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადაფინანსებას სსიპ „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს.

ამასთანავე, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საწარმოს ასაშენებლად კომპანიას ქალაქ ფოთში მდებარე 40 777 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები გადაეცა. ფოთის პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 40 მლნ ლარს შეადგენს. ზემოთ ხსენებული სამივე პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 80 მლნ ლარია.

დაჯილდოების ცერემონიაში „Emerging Europe Leaders’ Meeting & Awards“ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი მონაწილეობდა. დიდ ბრიტანეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების გაცნობის მიზნით, მიხეილ ხიდურელმა შეხვედრები გამართა უძრავი ქონების სფეროში მოღვაწე მსხვილ ბრიტანულ კომპანიებთან.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა