logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ავიაკომპანიის სერტიფიცირების წესებში ცვლილებები შევიდა
ავიაკომპანიის სერტიფიცირების წესებში ცვლილებები შევიდა
14:55 01.07.2019
,,საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №142 ბრძანებაში ცვლილებები შევიდა.

წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით:

დაუშვებელი ხდება საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის დანართებში იმ საჰაერო ხომალდის შეტანა, რომელიც ბოლო 1 წლის განმავლობაში იმყოფებოდა იმ ავიაკომპანიის ოპერირების ქვეშ, რომელიც ამავე პერიოდში მოხვედრილი იყო ე.წ. „შავ სიაში“ (ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2005 წლის 14 დეკემბრის №2111/2005 რეგულაცია „იმ ავიაგადამზიდველების სიის ჩამოყალიბების თაობაზე, რომელთაც აკრძალული აქვთ საჰაერო მიმოსვლის განხორციელება გაერთიანების ფარგლებში“). აღნიშნული ცვლილების მიზანია, იმ საჰაერო ხომალდების ბაზარზე არ დაშვება, რომელთა ექსპლუატაციას ახორციელებს საეჭვო საავიაციო უსაფრთხოების მქონე ავიასაწარმო. ამასთან, ცვლილების დანერგვით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო დამატებით ასრულებს ევროკავშირის ვალდებულებებს (EU 965/2012);

ავიაკომპანიებზე ზედამხედველობის პროცესის გაუმჯობესების მიზნით, იზღუდება და მკაცრდება „ეკიპაჟიანი იჯარით“ საჰაერო ხომალდების სხვა სახელწიფოში რეგისტრირებული ექსპლუატანტისთვის გადაცემის პირობები. კერძოდ, იკრძალება სხვა ქვეყნის ექსპლუატანტისთვის „ეკიპაჟიანი იჯარით“ სერტიფიკატის №1 დანართში შეტანილი საჰაერო ხომალდების გადაცემა, თუ სრულდება სამივე ჩამოთვლილი პირობა:
ა) „ეკიპაჟიანი იჯარით“ გადაცემის ვადა 12 კალენდარული თვის განმავლობაში აღემატება 6 თვეს;
ბ) „ეკიპაჟიანი იჯარით“ გადაცემა იწვევს საჰაერო ხომალდის ბაზირებას საქართველოს ფარგლებს გარეთ;
გ) გადაცემული საჰაერო ხომალდების რაოდენობა აღემატება №1 დანართში შეტანილი საჰაერო ხომალდების რაოდენობის 50 პროცენტს.
აღნიშნული მოთხოვნის დარღვევა წარმოადგენს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის შეჩერების საფუძველს.

ICAO-ს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, იზრდება სერტიფიკატის მოქმედების ვადა 2 წლამდე. ასევე, იცვლება სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე სააგენტოში განაცხადის შემოტანის ვადები, რაც ავიაკომპანიებს საშუალებას მისცემთ, ნაკლებად სტრესულ რეჟიმში გამოასწორონ გამოვლენილი ნაკლოვანებები და ამასთან უფრო ადრე დაიწყონ მზადება სერტიფიკატის ვადის გაგრძელების პროცესისთვის. იცვლება ასევე ექსპლუატანტის სერტიფიკატის №1 დანართში ახალი ტიპის საჰაერო ხომალდის დამატებისათვის სააგენტოში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა და ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმების პირობები.

,,საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის“ ცვლილებები გამოქვეყნებისთანავე, მიმდინარე წლის 25 ივნისიდან მოქმედებს. ცვლილებების პროექტის შესახებ, ავიაკომპანიებს ცირკულარის მეშვეობით მიმდინარე წლის 5 ივნისს ეცნობათ. შენიშვნებისა და წინადადებების წარმოდგენა შესაძლებელი იყო 14 ივნისის ჩათვლით, ხოლო წესში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, ინდუსტრიასთან სამუშაო შეხვედრა 18 ივნისს ჩატარდა.

გარდა წარმოდგენილი ცვლილებებისა, მორალურად მოძველებული ტექნიკის ექსპლუატაციიდან ეტაპობრივად ამოღების, საავიაციო ფლოტის ეტაპობრივი განახლებისა და ახალ ტექნიკაზე გადასწავლების გზით, ავიასპეციალისტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო განიხილავს ექსპლუატანტის სერტიფიკატის დანართებში შესატანი საჰაერო ხომალდების ასაკობრივ შეზღუდვის დაწესების სხვადასხვა მოდელს და შესაძლებლობას.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა