logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
თეგეტა მოტორსი საქართველოში VOLVO CARS-ის ავტორიზებული დილერი გახდა
თეგეტა მოტორსი საქართველოში VOLVO CARS-ის ავტორიზებული დილერი გახდა
13:09 01.07.2019
პრემიუმ ავტომწარმოებელმა Volvo Cars-მა და თეგეტა მოტორსმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს და Volvo Cars-ის პირველი წარმომადგენლობა გახსნეს საქართველოში.

ამ ღონისძიებაზე მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ თეგეტა მოტორსის კომერციული დირექტორი დიმიტრი გოზალიშვილი და Volvo Car Group-ის EMEA-ს ბაზრის აღმასრულებელი დირექტორი ხესუს ფერნანდეს დე მესა.

„ჩვენ გვაქვს პატივი, წარმოგიდგინოთ პირველი Volvo Cars-ის „პოპ-აპ“ შოურუმი საქართველოში. ეს გახსნა თან სდევს მსოფლიოში გაყიდვების მაჩვენებლის მიხედვით უკვე მე-5 წარმატებულ წელს, რომელიც გამყარებულია არაერთი საერთაშორისო ჯილდოთი. რაც არის დასტური, რომ Volvo-ზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია გლობალურად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პარტნიორთან თანამშრომლობა, როგორიც არის თეგეტა მოტორსი. ის არის რეგიონში ლიდერი კომპანია საავტომობილო ბაზარზე და უზრუნველყოფს მაღალი დონის მომსახურებას. ჩვენ ადგილობრივად წარმოვადგენთ „ვოლვოს“ პროდუქტების ფართო პორტფოლიოს, რომელიც დაფუძნებული იქნება შიდა ძლიერ პლატფორმაზე, უსაფრთხოებასა და თანამედროვე მულტიმედია ტექნოლოგიებზე, სწორედ ამას შევთავაზებთ საქართველოს მოსახლეობას. მჯერა, რომ საქართველოში „ვოლვოს“ მომხმარებელი იამაყებს იმ მანქანის ფლობით, რომელიც არის ინდუსტრიის ლიდერი და არა მიმდევარი“, - განაცხადა ხესუს ფერნანდეს დე მესამ.

„მე დღეს ამაყი ვარ, რომ თეგეტა მოტორსი გახდა Volvo Cars-ის დილერი საქართველოში. თეგეტა მოტორსმა, უამრავ მიღწევასთან ერთად, წელს კიდევ ერთი განუმეორებელი პროექტი განვახორციელეთ. „ვოლვო“ არის ბრენდი, რომელიც ქმნის მომავალს და დგამს წარმატებულ ნაბიჯებს ავტოინდუსტრიის განვითარებისა და წინსვლის მიმართულებით. რაც მთავარია, ჩვენ, ყველამ ერთად, უნდა ვიზრუნოთ გზაზე უსაფრთხო გადაადგილებაზე, როგორც ქვეითებისთვის, ისე, რა თქმა უნდა, მათთვის, ვინც ავტომობილში ზის. „ვოლვო“ ამ კუთხით გამორჩეული ავტომობილია. „ვოლვოსა“ და თეგეტა მოტორსის მიზნები სრულ თანხვედრაშია. მიხარია, რომ ჩვენ წარმოვადგენთ „ვოლვოს“ საქართველოში და ამით უდიდეს ნაბიჯს ვდგამთ წინ ქვეყანაში ავტოინდუსტრიის განვითარების მიმართულებით“. - განაცხადა თეგეტა მოტორსის კომერციულმა დირექტორმა დიმიტრი გოზალიშვილმა.

„ვოლვო“ მუდმივად ცდილობს, ახალი სიტყვა თქვას ავტოინდუსტრიაში და მუდმივად მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა ჰქონდეს. სწორედ ამ ღირებულებებით იქმნება „ვოლვოს“ უახლესი მოდელები, რომლებიც წარმოდგენილი იქნება „პოპ-აპ“ შოურუმში, მისამართზე: თბილისი, აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრი. ნებისმიერ მსურველს შეუძლია, დაათვალიეროს მოდელები მშვიდ და სასიამოვნო, სკანდინავიურ ატმოსფეროში, სადაც წარმოდგენილია არა მარტო ავტომობილები, არამედ ის გამოცდილება და გარემო, რომელიც Volvo-ს ფლობას ახასიათებს. მთავარი შენობა, სადაც ნამდვილად ეზიარებით „ვოლვოს“ უნიკალურ გამოცდილებას, გაიხსნება 2020 წელს, აქ წარმოდგენილი იქნება როგორც პროდუქტების სრული პორტფოლიო, ისე ავტორიზებული სერვისი.

„ვოლვოს“ პროდუქციის სრული დიაპაზონი უკვე ხელმისაწვდომია საქართველოში, მათ შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ, ეწვიოთ ვებგვერდს: volvocars.com/ge

საქართველოში წარმოდგენილი ავტომობილების მთავარი ძალა იქნება მრავალი ჯილდოს მომპოვებელი, „ვოლვოს“ SUV ხაზი;

- XC90 - დიდი SUV; კომპანიის ფლაგმანი და ყველაზე მეტი ჯილდოს მქონე, საუკუნის პრემიუმ SUV
- XC60 - საშუალო SUV, 2018 წლის მსოფლიო მანქანის გამარჯვებული „World Car of the Year 2018“
- XC40 - პატარა SUV; 2018 წლის ევროპული მანქანის გამარჯვებული „European Car of the Year 2018“

ასევე, წარმოდგენილია სედანი და უნივერსალი მოდელები, რომლებიც აგრძელებენ 5-ვარსკვლავიან ხაზს EuroNCAP-ის უსაფრთხოების ტესტების მიმართულებით და მოსალოდნელია, რომ ბაზარზე საკმაოდ დიდი პოტენციალი ექნებათ;

- S90 - პრემიუმ კლასის სედანი; 5-ადგილიანი ფლაგმანი, რომელიც აერთიანებს ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და ნატურალურ მატერიალებს
- S60 - საშუალო ზომის სპორტული სედანი; ავტომობილი შექმნილი ნამდვილი მძღოლისთვის
- V90 - პრემიუმ უნივერსალი; მრავალფეროვნების ხელოვნება
- V60 - საშუალო უნივერსალი; ხუთკარიანი, მრავალფეროვანი, ოჯახისთვის შექმნილი ავტომობილი

„ვოლვოს“ ამოძრავებს სულისკვეთება, მისცეს მომხმარებელს თავისუფლება, რათა უსაფრთხოდ და თავდაჯერებულად იმოძრაონ გზებზე. Volvo Cars-ის მიზანია, არცერთი ადამიანი არ დაიღუპოს ან სერიოზულად დაშავდეს ახალ „ვოლვოში“, რაც 2020 წლისთვის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური მისიაა ავტომობილების ინდუსტრიაში. კომპანიამ ახლახან ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა ის ცოდნა და ინფორმაცია, რაც ეხმარება სიცოცხლის გადარჩენას მოძრაობისას. ეს მოხდა 60 წლის თავზე, მას შემდგომ, რაც „ვოლვომ“ გამოიგონა და ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა სამწერტილოვანი უსაფრთხოების ღვედი. ამ გამოგონებამ 1959 წლიდან დღემდე 1 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა მსოფლიოში.

„ვოლვომ“, ასევე, სრულყოფილი ელექტროსისტემა ჩაუშვა ყველა ახალ ავტომობილში, რომელიც რბილი და ჰიბრიდული ტექნოლოგიაა, კომპანიის მიზანია 2025 წლისთვის გამოუშვას 1 მილიონი ელექტროავტომობილი, ასევე, 2025 წლისთვის გაყიდვების ნახევარი იყოს სრულად ელექტროავტომობილები. ამ პერიოდისთვის მოსალოდნელია, რომ ავტომობილების მესამედი იქნება ავტონომიური მართვის სისტემით აღჭურვილი.

„ვოლვოს“ ყველა აქტივობასა და გამოგონებას აერთიანებს ერთი მიზანი - შევამციროთ გარემოზე უარყოფითი ზეგავლენა, ვიზრუნოთ ადამიანების სიცოცხლეზე და გავზარდოთ ბრენდის სოციალური გავლენა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა