logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: რაც უფრო მალე გადავერთვებით პოზიტიური შენების დღის წესრიგზე, მით უფრო მარტივად გავუმკლავდებით გამოწვევებს
ნათია თურნავა: რაც უფრო მალე გადავერთვებით პოზიტიური შენების დღის წესრიგზე, მით უფრო მარტივად გავუმკლავდებით გამოწვევებს
12:41 30.06.2019
„როდესაც ვსაუბრობთ ისეთ მაჩვენებლებზე, როგორიცაა ლარის კურსი, ეკონომიკის ზრდა, ტურიზმის განვითარების პერსპექტივები და ა.შ., უნდა გავითვალისწინოთ მოლოდინების ფაქტორიც”, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

მისი თქმით, ეკონომიკა არის ანარეკლი იმ პროცესებისა, რაც ხდება პოლიტიკაში.

„ამიტომ რაც უფრო პასუხისმგებლიანად მივუდგებით ყველანი ეკონომიკას, რაც უფრო მალე გადავერთვებით პოზიტიური შენების დღის წესრიგზე და რაც უფრო მალე მოხდება სტაბილიზაცია და დაიმკვიდრებს სიმშვიდე, მით უფრო მარტივად გავუმკლავდებით ამ გამოწვევებს”, - განაცხადა ნათია თურნავამ.

როგორც მინისტრმა ტურიზმის სექტორში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას აღნიშნა, ტურიზმი საქართველოში დიდი გამოწვევების წინაშე დადგა, რადგან აღნიშნულ სექტორში ბევრი ოჯახია ჩართული.

„მათ იციან, რომ შეიძლება ვერ მიიღონ ის შემოსავალი, რომელსაც ელოდნენ, ესეც არის ნეგატიური მოლოდინის ერთ-ერთი ფაქტორი”, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, რუსეთის მხრიდან პირდაპირი ავიაფრენების შეჩერებით გამოწვეული ზარალის სრულად ნეიტრალიზება შეუძლებელია. თუმცა, მისი თქმით, რა დოზით მატერიალიზდება ეს გამოწვევა, რა დოზით მოხდება ამ ნეგატიური მოლოდინების რეალიზაცია, ეს დამოკიდებულია ისევ ჩვენზე.

„ვმუშაობთ 2 ძირითადი მიმართულებით: ერთი მიმართულებაა, კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ, რომ საქართველო არის უსაფრთხო ტურისტული ქვეყანა და ამისთვის ვიყენებთ ბევრ საშუალებას, მათ შორის დიპლომატიურ არხებს და მეორეც - რატომ ვხვდები ბიზნესს და რატომ პირველივე დღეს არ გამოვედით წინასწარ ჩამოყალიბებული გეგმით? მე მინდოდა ბიზნესიდან მიმეღო იმპულსები, შესაბამისად, დავინახე, რომ მოთხოვნა სხვა ბაზრების განვითარებასთან ერთად, ისიცაა, რომ შევინარჩუნოთ რუსი ტურისტებიც. ეს არის ბიზნესის მოთხოვნა. ეს არის საკმაოდ ყურადსაღები ტენდენცია და ჩვენ ვალდებული ვართ, ვიმუშაოთ ამ მიმართულებითაც“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა