logo2
logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გენადი არველაძე ექსპორტის მენეჯერების გადამზადების კურსდამთავრებულებს შეხვდა
გენადი არველაძე ექსპორტის მენეჯერების გადამზადების კურსდამთავრებულებს შეხვდა
20:48 27.06.2019
"ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსის პროგრამა მაქსიმალურადაა მორგებული საბაზრო მოთხოვნებზე. ის ექსპორტის მენეჯერებს აძლევს პრაქტიკულ ცოდნას, განსაკუთრებით ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებით, როგორიცაა საერთაშორისო გაყიდვების წარმოება, რაც თავის მხრივ, დამქირავებელი კომპანიის საექსპორტო გაყიდვების ზრდასა და ბაზრების დივერსიფიცირებაზე აისახება,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ აღნიშნული კურსის მორიგ კურსდამთავრებულებთან შეხვედრისას.

ექსპორტის მენეჯერების გადამზადების კურსის ღირებულების 80 პროცენტს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ აფინანსებს. პროგრამა პოპულარულია ექსპორტიორ კომპანიებში, რომელთა ექსპორტ-მენეჯერებს კიდევ ერთხელ ეძლევათ შესაძლებლობა აიმაღლონ ცოდნა და მნიშვნელოვანი კავშირები დაამყარონ სხვა ქართულ ექსპორტიორ კომპანიებთან.

კურსი დაეთმობა ისეთ მოდულებს, როგორიცაა: ინკოტერმსი, ხარისხის ინფრასტრუქტურა, მარკეტინგი, ბრენდინგი, ექსელი და ფასწარმოქმნა, ექსპორტის ციკლი და ა.შ. მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ მოისმინონ ასევე მოდული “მოლაპარაკების ხელოვნება“, რომელიც აუცილებელია საექსპორტო აქტივობების წარმატებულად და ეფექტიანად დაგეგმვისთვის. ასევე, კურსი ითვალისწინებს სასწავლო ვიზიტს ერთ-ერთ წარმატებულ ექსპორტიორ კომპანიაში. ამასთანავე, კურსის მსვლელობისას განხილულ იქნება საერთაშორისო სავაჭრო მისიები და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA).

„ჩვენ აღნიშნულ კურსს მომავალშიც დავუჭერთ მხარს, რადგან დარწმუნებული ვართ, რომ განათლებაში განხორციელებული ინვესტიცია მნიშვნელოვან უკუგებას მოგვცემს გაზრდილი ექსპორტისა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ.

შეხვედრაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ექსპორტის მენეჯერებს საქართველოს სავაჭრო პოლიტიკაზე, საგარეო ვაჭრობაში მიმდინარე პროცესებზე და ადგილობრივ ბაზარზე დანერგილ და სამომავლოდ დასანერგი რეგულაციების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და უპასუხა აუდიტორიის შეკითხვებს დისკუსიის ფორმატში.

სიიპ „აწარმოე საქართველოში“ ეგიდით სასწავლო კურსი ექსპორტ-მენეჯერებისთვის 7-ჯერ ჩატარდა. პირველი ასეთი კურსი 2015 წელს გაიმართა. აღნიშნული კურსი 200-ზე მეტმა ექსპორტ-მენეჯერმა დაასრულა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა