logo2
logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ნიკოლოზ ალავიძე ამერიკა - საქართველოს ბიზნესსაბჭოს 22-ე კონფერენციას დაესწრო
ნიკოლოზ ალავიძე ამერიკა - საქართველოს ბიზნესსაბჭოს 22-ე კონფერენციას დაესწრო
17:57 27.06.2019
„მოხარული ვარ, რომ ვიზიარებ იმ შესანიშნავ მომენტს, როდესაც ჩვენ Heritage Foundation-ის საქართველოში საქმიანობის 25 წელს ვზეიმობთ. იმ დროს საქართველო უმძიმეს ვითარებაში იყო, ხოლო ახლა ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ მოწინავე პოზიციები გვიკავია სხვადასხვა რეიტინგებში. რა თქმა უნდა, ქვეყნის პროგრესში უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩვენს მეგობრებსა და მოკავშირეებს, მათ შორის აშშ-ს მთავრობას, რომელიც წლების განმავლობაში ურყევ და ძალიან მნიშვნელოვან ქმედით მხარდაჭერას უცხადებს ჩვენს ქვეყანას“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ ალავიძემ ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს 22-ე წლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის მოადგილის შეფასებით, საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მაღალი პოზიციები, რა თქმა უნდა, საამაყო და ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ეს ერთგვარი გამოწვევაცაა - მაღალი სარეიტინგო პოზიციები კიდევ უფრო მეტ სტიმულს იძლევა შემდგომი განვითარებისთვის.

„მსურს მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებულ შტატებს, მის ფინანსურ ინსტიტუტებს, ადგილობრივ და საერთაშორისო გუნდებს მხარდაჭერისთვის და იმ ერთობლივად განხორციელებული საქმიანობისთვის, რამაც ასე დააწინაურა საქართველო. ეს მდგრადი განვითარების საწინდარია და დარწმუნებულები ვართ, რომ თქვენი მხარდაჭერით კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწევთ“ - აღნიშნა ნიკოლოზ ალავიძემ.

ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს 22-ე წლიური კონფერენცია, მისი ორგანიზატორების განცხადებით, მიზნად ისახავს ქართულ-ამერიკული სავაჭრო-ეკონომიური ურთიერთობების გაღრმავებას და საქართველოს განვითარების ახალი გზების ძიებას. კონფერენციის ფარგლებში კერძო კომპანიების წარმომადგენლები განიხილავენ საქართველოსთვის პრიორიტეტულ სფეროებში უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ ინვესტიციებს. ეს სფეროებია ენერგეტიკა, მეტალურგია, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, საფინანსო სექტორი და ა.შ.

კონფერენციაზე ასევე შედგა Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის საიუბილეო 25-ე გამოცემის პრეზენტაცია, საქართველოს მიერ მიღწეული შედეგებისა და არსებული გამოწვევების ანალიზი.

ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭო ამერიკული არასამთავრობო ბიზნესასოციაციაა, რომელიც დაარსებულია 1998 წელს. მისი მიზანია ქართულ-ამერიკული საქმიანი და სავაჭრო ურთიერთობების წახალისება და წევრი კომპანიების მხარდაჭერა



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა