დავით თვალაბეიშვილი ენერგეტიკული გაერთიანების მინისტერიალში მონაწილეობს
დავით თვალაბეიშვილი ენერგეტიკული გაერთიანების მინისტერიალში მონაწილეობს
16:16 27.06.2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი ენერგეტიკული გაერთიანების წევრი ქვეყნების არაფორმალურ მინისტერიალში მონაწილებს, რომელიც ავსტრიაში მიმდინარეობს.


შეხვედრის დღის წესრიგის მიხედვით გაიმართება გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მინისტრთა გაერთიანებული სესია, რომელზეც განიხილება „სუფთა ენერგეტიკული პაკეტის“ (Clean Energy Package) 2030 წლის სამიზნე მაჩვენებლებით განპირობებული გამოწვევები. კიდევ ერთი სესია დაეთმობა ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილებების განხილვას.

შეგახსენებთ, რომ საქართველო ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წევრია2016 წლიდან.
ბეჭდვა