logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
„ჭკვიანი ტერმინალი“ - საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის  ინოვაციური პროდუქტი შექმნა
„ჭკვიანი ტერმინალი“ - საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ინოვაციური პროდუქტი შექმნა
14:27 27.06.2019
საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ინოვაციური პროდუქტის დანერგვის შესახებ განაცხადა. საქართველოს ბანკი ბიზნესის წარმომადგნელებს სავაჭრო და მომსახურების სფეროში სრულიად ახალი პროდუქტით- „ჭკვიანი ტერმინალით“ სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს. „ჭკვიანი ტერმინალი“ ეს არის პოსტერმინალი, სადაც გაერთიანებულია როგორც საბანკო ბარათით გადახდების სისტემა, ასევე სალარო აპარატის ფუნქციები. ის სავაჭრო თუ მომსახურების ობიექტი, ვინც განათავსებს „ჭკვიან ტერმინალს“, ერთი მოწყობილობით განახორციელებს როგორც საბანკო ბარათებით გადახდის, ასევე სალარო აპარატის ტრანზაქციას. თუ აქამდე სალარო აპარატის შესაძენად მომხმარებელი იხდიდა 250 დან-400 ლარამდე, ახლა უკვე პირველი 1000 მომხმარებელი „ჭკვიან ტერმინალს“ საჩუქრად მიიღებს და 6 თვის განმავლობაში არ გადაიხდის მომსახურების საკომისიოს. პირველი 200 ტერმინალი მომხმარებელს 1 ივლისიდან გადაეცემა. სავაჭრო და მომსახურების სფეროს წარმომადგენლები 1 თვის განმავლობაში შეძლებენ სატესტო რეჟიმში გამოსცადონ „ჭკვიანი ტერმინალი“. ბანკი ამ პერიოდში მომხმარებლის მიერ გამოთქმულ კომენტარებსა და სურვილებს გაითვალისწინებს, ხოლო 1 აგვისტოდან კი ყველა მსურველს მიეცემა შესაძლებლობა, ისარგებლოს საქართველოს ბანკის დახვეწილი „ჭკვიანი ტერმინალით“ საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალში, (ექსპრეს ფილიალების გარდა) მთელი ქვეყნის მასშტაბით.

„სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ბანკთან ერთად ბიზნესი დაწყება ძალიან მარტივია. ბანკი ქვეყნის მასშტაბით, სერვისცენტრებში, ერთ სივრცეში უწევს მრავალფუნქციურ მომსახურებას ბიზნესის წარმომადგენლებს - მათ, ვისაც სურს დაიწყოს ბიზნესი ან განავითაროს ის. „ჭკვიანი ტერმინალი“ როგორც ინოვაციური პროდუქტი ვფიქრობ, კიდევ უფრო გაამარტივებს გადახდების სქემას. „ჭკვიანი ტერმინალი“ რომელსაც სალარო აპარატის ფუნქციაც აქვს, მომხმარებელს მისცემს შესაძლებლობას, დაზოგოს თანხა, რადგან მას აღარ მოუწევს ცალკე სალარო აპარატის შეძენა. ჩვენი მიზანია, არსებითად გავამარტივოთ ბიზნესის მხარეს არსებული საჭიროებების მოგვარება. ვფიქრობ, მიზანი ამ ეტაპზე მიღწეულია. ამასთან, კიდევ ბევრი სიახლე იგეგმება“,- განაცხადა საქართველოს ბანკის პარტნიორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით ბეჟიაშვილმა.

საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით განაგრძობს ეგრეთ წოდებული „ერთი ფანჯრის“ პრინციპით მომსახურების დანერგვას, რათა კიდევ უფრო კომფორტული და მარტივი გახადოს ბიზნესის დაწყება ან განვითარება საქართველოში. სწორედ ამიტომ, ბანკი
მომხმარებელს ერთ სივრცეში უწევს მომსახურებას ყველა იმ თემასთან დაკავშირებით, რაც ბიზნესისთვის არის მნიშვნელოვანი. მათ შორის, შესაძლებელია ბანკის სერვისცენტრში ერთ ვიზიტზე: დაარეგისტრიროთ კომპანია, ისარგებლოთ საბანკო პროდუქტებით, გახსნათ საბანკო ანგარიში. ასევე, მიიღოთ „ჭკვიანი ტერმინალი“, სალარო აპარატი თუ პოსტერმინალი, ან კონსულტაცია ბანკში არსებული დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის