logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
გენადი არველაძე: ევროკავშირთან ექსპორტის 22 პროცენტიანი ზრდა ადასტურებს, რომ DCFTA წარმატებით მუშაობს
გენადი არველაძე: ევროკავშირთან ექსპორტის 22 პროცენტიანი ზრდა ადასტურებს, რომ DCFTA წარმატებით მუშაობს
19:56 19.06.2019
„2019 წლის იანვარ-მაისში ექსპორტი 14.2 პროცენტით არის გაზრდილი“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების შეფასებისას განაცხადა.


გენადი არველაძემ განსაკუთრებულად ხაზი გაუსვა ევროკავშირთან გაზრდილ ექსპორტს - „საქსტატის“ მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-მაისში, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა 360.9 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტი, რაც 22.1 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 24.6 პროცენტს შეადგენს.


„ჩვენს მნიშვნელოვან პარტნიორებთან იზრდება სავაჭრო ბრუნვა, კერძოდ, ევროკავშირთან გვაქვს 22 პროცენტიანი ექსპორტის ზრდა, რაც ადასტურებს იმას, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულება მუშაობს და ეს არის კონკრეტულ ციფრებში გამოხატული. მნიშვნელოვანია, რომ ასევე გაიზარდა ევროკავშირის წილი მთლიან ექსპორტში. “ - განაცხადა გენადი არველაძემ.


მინისტრის მოადგილის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ზოგადად საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი თანხაში არის 13 პროცენტით შემცირებული, რაც გამოწვეულია ექსპორტის ზრდის ტემპით და იმპორტის შემცირებით.


„საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2019 წლის იანვარ-მაისში, 2 026.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.9 პროცენტია.


2019 წლის იანვარ-მაისში, საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებულია 748.7 მლნ. აშშ დოლარის საქონელი, რაც 28.3 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. იმპორტის მოცულობა 951.3 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა (13.2 პროცენტით ნაკლები), რაც მთლიანი იმპორტის 27.2 პროცენტია. სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან 1 700.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.3 პროცენტით მეტია.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა