logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
ვახტანგ ჭარაია: საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის დეფიციტი ბოლო 15 წლის ისტორიულ მინიმუმზეა
ვახტანგ ჭარაია: საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის დეფიციტი ბოლო 15 წლის ისტორიულ მინიმუმზეა
16:11 19.06.2019
„საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის დეფიციტი 2005 წლის შემდგომ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ყოველთვიურ ჭრილში 2019 წლის მაისში მან 38.4% შეადგინა, ცნობისთვის ყველაზე მაღალი დეფიციტი ყოველთვიურ ჭრილში 2007 და 2008 წლების დეკემბერში ფიქსირდებოდა, შესაბამისად 70 და 74.1 პროცენტი,“ - განაცხადა ორგანიზაცია „სექტორი 3“ - ის ექსპერტმა ვახტანგ ჭარაიამ.

მისი თქმით, ანალოგიური მდგომარეობაა თუ ავიღებთ წლის პირველი 5 თვის შედეგებს, რომლის მიხედვითაც 2019 წელს მაჩვენებელი - 40.9%-ს უდრის. ექსპერტის ცნობით, ბოლო წლებში ეს მაჩვენებელი სისტემატიურად კლებულობს ხოლო ბოლო 15 წელიწადში კი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2007, 2008 და 2009 წლებში ფიქსირდებოდა და ის 60%-ს აღემატებოდა.

ვახტანგ ჭარაია აქცენტს იმაზეც აკეთებს, რომ ისტორიულ მაქსიმუმზეა 1 თვის ჭრილში საქართველოდან განხორციელებული ექსპორტი, რომელმაც 2019 წლის მაისში 334.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. იგივე ითქმის ექსპორტზე წლის პირველი ხუთი თვის ჭრილში, რომელმაც 2019 წელს უკვე 1.47 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. ეს მაჩვენებელი 2005 წელს 303.6 მილიონ აშშ დოლარს, 2010 წელს 611.5 მილიონს და 2015 წელს 882.5 მილიონს შეადგენდა.

ექსპერტის განცხადებით, არც იმპორტის და არც ექსპორტის ჭრილში საქართველოს საგარეო ვაჭრობა არ არის დივერსიფიცირებული და 2019 წლის იანვარ-მაისის შედეგების თანახმად იმპორტშიც და ექსპორტშიც, საქართველოს პირველ სამ სავაჭრო პარტნიორ ქვეყანას ჯამური ვაჭრობის - 1/3-ზე მეტი უჭირავს, პირველ ხუთს კი - ნახევარი და მეტი.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია როგორც სავაჭრო პარტნიორების დივერსიფიცირება, ასევე სავაჭრო პროდუქტების დივერსიფიცირებაც, ექსპორტის კუთხით ახალი პროდუქტების შექმნის (მაგალითად ელექტრომობილები, მზის პანელები და ა.შ.), ხოლო იმპორტის მხრივ კი ტრადიციული საიმპორტო პროდუქტების, მაგალითად ნავთობპროდუქტების წილის შემცირება (ელექტრომობილებზე მეტი მოთხოვნის სტიმულირების გზით) და მისი ჩანაცვლება მეტი დანადგარებით საწარმოო პროცესისასთვის, რომელმაც უნდა უზრუნველყონ იმპორტამნაცვლებელი და ექსპორტ ორიენტირებული პროდუქციის საწარმოებლად.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა