logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
საქართველოს ბანკი ტაქსებში ახალ, ინოვაციურ საგადამხდელო სისტემას QR - გადახდებს ნერგავს
საქართველოს ბანკი ტაქსებში ახალ, ინოვაციურ საგადამხდელო სისტემას QR - გადახდებს ნერგავს
14:23 19.06.2019
საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისისა თუ პროდუქტის შეთავაზებას აგრძელებს.

მგზავრთა მეტი კომფორტისა და ტაქსის მძღოლებისთვის ახალი ფინანსური შესაძლებლობების შეთავაზების მიზნით, საქართველოს ბანკი ტაქსებში ახალ საგადახდო სისტემის QR - გადახდების დანერგვაზე აცხადებს.

QR გადახდა წარმოადგენს საქართველოს ბანკის მიერ შემუშავებულ გადახდის ინოვაციურ მეთოდს, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს მყისიერი, უნაღდო ანგარიშსწორებით გადაიხადონ ტაქსის მგზავრობისას და აღარ იფიქრონ ნაღდ ანგარიშსწორებასა თუ ხურდის მოძიებაზე.

QR-ით გადახდა ძალიან მარტივია. ყველა მომხმარებელი, ვინც სარგებლობს საქართველოს ბანკის მობილბანკით და ფლობს საქართველოს ბანკის აქტიურ სადებეტო ან/და საკრედიტო ბარათს (Visa, MasterCard ან American Express), QR-ით გადახდას მარტივად შეძლებს. ამისათვის მომხმარებელი ხსნის მობილბანკს და QR კოდის წაკითხვით ახდენს გადახდას. რაც შეეხება ტაქსის მძღოლებს, მოსახერხებელი და თანამედროვე გადახდის მეთოდი მათთვის დამატებითი შემოსავლის წყარო გახდება.

ასევე, ისინი შეძლებენ მომხმარებლის ახალი სეგმენტის მოზიდვას, შემოსავლის ჩარიცხვისა და ანგარიშზე თანხის ბრუნვის ჩვენებას. ეს მათ მისცემს შესაძლებლობას, დაადასტურონ რომ არიან დასაქმებულები და აქვთ მუდმივი შემოსავლის წყარო. შემოსავლის დადასტურება კი ტაქსის მძღოლებს საბანკო პროდუქტებზე წვდომას გაუხსნის. QR-ის, როგორც საგადახდო სისტემის დანერგვით ტაქსებში, მძღოლები ისარგებლებენ საბანკო პროდუქტების შემდეგი უპირატესობებით: საჩუქრად მიიღებენ საქართველოს ბანკის ბარათს და სხვა უამრავ ბენეფიტს. კონკრეტულად კი, პროგრამაში ჩართული მძღოლები შეძლებენ ურთიერთობის პროგრამა PLUS-ის ყველა ბენეფიტით სარგებლობას (მათ შორის სადაზღვევო პროდუქტებით);

QR-ით ჩარიცხულ თანხებზე განხორციელდება PLUS ქულების დამატებითი დარიცხვა. მძღოლები სესხის ასაღებად მანქანის მფლობელობისა და შესაბამისი ფოტოსურათის წარდგენის ვალდებულებისგან გათავისუფლდებიან. ექნებათ წვდომა სასესხო პროდუქტებზე (საკრედიტო ბარათებზე, სამომხმარებლო სესხზე, ნებისმიერი მიზნობრიობით).

QR-ით გადახდების სისტემა პირველი სამი თვის განმავლობაში განკუთვნილი იქნება მხოლოდ საქართველოს ბანკის მომხმარებლისთვის, თუმცა, ამ პერიოდის შემდეგ, მძღოლების ხელშეწყობის მიზნით, QR-ით კომფორტულ გადახდას სხვა ბანკის მომხმარებლებიც შეძლებენ.

იმისათვის, რომ ტაქსის მძღოლი (რომელიც ფლობს თბილისის მერიის მიერ გაცემულ A კატეგორიის ლიცენზიას) ჩაერთოს QR-ით გადახდის ინოვაციურ სისტემაში, საკმარისია, მან 1 ივლისიდან მიმართოს საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალს, სადაც ის მიიღებს ინდივიდუალურ QR კოდს.

„ჩვენ ვქმნით შესაძლებლობებს, რათა მომხმარებელმა გადაიხადოს ყველგან. იქაც კი, სადაც გადახდები აქამდე მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით ხდებოდა. ამასთან, ჩვენ ვქმნით შესაძლებლობებს მცირე ბიზნესისთვის, მომხმარებელს მოემსახურონ კიდევ უფრო კომფორტულად, ოპერატიულად და მინიმალური დანახარჯებით. ამავე დროს, ჰქონდეთ წვდომა საბანკო პროდუქტებზე, ისარგებლონ ახალი ფინანსური შესაძლებლობებით და განავითაროს საკუთარი ბიზნესი“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, მიხეილ გომართელმა.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა