logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
CBONDS-მა ბათუმში გამართულ ობლიგაციების კონგრესზე  სს გალტ ენდ თაგარტი 2019 წლის  საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
CBONDS-მა ბათუმში გამართულ ობლიგაციების კონგრესზე სს გალტ ენდ თაგარტი 2019 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
12:24 19.06.2019
Cbonds–ის კორპორატიული ობლიგაციების კონგრესი გაიმართა. კონგრესი ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელშიც მონაწილეობენ დსთ-ს, უკრაინის, ბალტიისპირეთის და კავკასიის ქვეყნების კაპიტალის ბაზრების მონაწილეები და სხვა განვითარებადი ქვეყნების ფინანსური ინდუსტრიის წარმომადგენლები.

კონგრესის ფარგლებში გამოვლინდა საუკეთესო საინვესტიციო ბანკი. CBONDS-მა გალტენ დთაგარტი 2019 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა.


წლევანდელ კონგრესს, ბათუმში, 20-მდე ქვეყნის 150-ზე მეტი დელეგატი დაესწრო, მათ შორის მონაწილეობას იღებდნენ ისეთი საფინანსო და სარეიტინგო ინსტიტუტები როგორიცაა: S&P Global Ratings,Fitch Ratings, EBRD, EDB, Raiffeisen Bank International AG, Leonteq Securities, A3E Capital SICAV, BCS Global Markets, საქართველოს, სომხეთის, ბაქოს, ტაშკენტისა და მოსკოვის საფონდო ბირჟის წარმომადგენლები, ბაზრის რეგულირებასა და განვითარებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო სტრუქტურების, საინვესტიციო ფონდების წარმომადგენლები. კონფერენციის ძირითადითემა იყო რეგიონის ქვეყნების მაკროეკონომიკური ანალიზი და პროგნოზები, ადგილობრივი და ევროობლიგაციების ბაზრების მდგომარეობის შეფასება და ტენდენციები, რეგიონული საინვესტიციო გარემო და განვითარების პერსპექტივები. მნიშვნელოვანი იყო, რომ კონგრესის მონაწილეები გაეცნენ 30-ზე მეტი მომხსენებლის პრეზენტაციას და ადგილი ჰქონდა საკმაოდ საინტერესო პროფესიულ მსჯელობა-დისკუსიებს.

„Cbonds–ის მიერ დსთ, ბალტიისპირეთის, უკრაინისა და კავკასიის ქვეყნების ყოველწლიური ობლიგაციების კონგრესის საქართველოში და ქალაქ ბათუმში ჩატარებას მრავალმხრივი მნიშვნელობა აქვს. პირველ რიგში, რეგიონალური ქვეყნების კაპიტალის ბაზრების ინფრასტრუქტურის წარმომადგენლები ეცნობიან საქართველოს და სხვა ქვეყნების ფინანსური ბაზრების განვითარების დონეს და პერსპექტივებს. აღსანიშნავია, რომ დელეგატთა უმრავლესობა ცალსახად აღნიშნავდა საქართველოს პროგრესს და მის პოტენციალს რეგიონში ფინანსური მომსახურებების განვითარების კუთხით, აგრეთვე დიდ ტურისტულ პოტენციალს. გალტ ენდ თაგარტისთვის მნიშვნელოვანია, რომ სხვა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ჯილდოებს წელსაც შეემატა Cbonds–ის მიერ მონიჭებული სტატუსი - „საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკი - 2019“,- აცხადებენ გალტ ენდ თაგარტში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა