logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: ჩვენი ამბიციური გეგმის შედეგად, საქართველოს 85 პროცენტი გაზიფიცირდება
ნათია თურნავა: ჩვენი ამბიციური გეგმის შედეგად, საქართველოს 85 პროცენტი გაზიფიცირდება
12:20 19.06.2019
როგორც იცით, ჩვენ ვახორციელებთ გაზიფიცირების მასშტაბურ პროგრამას, მათ შორის ისეთ სოფლებში, სადაც ისტორიულად პირველად შედის გაზი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

მისი თქმით, გაზიფიცირების პროცესს უშუალოდ ეცნობა რეგიონებში და აკონტროლებს მშენებლობის ვადებს.

„გაზიფიცირება მოსახლეობას აძლევს შესაძლებლობას ახალი მცირე ბიზნესების შექმნისთვის, აგროტურიზმის განვითარებისთვის, საოჯახო სასტუმროების გახსნისა და ზოგადად ოჯახების კეთილდღეობის ამაღლებისთვის,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

მთავრობის მიერ დამტკიცებული გაზიფიცირების სამწლიანი გეგმის თანახმად, 2019 – 2021 წლებში საქართველოს მოსახლეობის 85 პროცენტი იქნება ბუნებრივი აირის აბონენტი. მინისტრის თქმით, ეს არის მთავრობის ამბიციური გეგმა, რომელიც აუცილებლად შესრულდება ვადებში და სათანადო ხარისხით.

„ვადებსა და ხარისხს ძალიან მკაცრად გავაკონტროლებთ,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, გაზიფიცირება შეამცირებს გათბობის მიზნით ხე-ტყის ჭრას, რაც ეკოლოგიურ ვითარებას გააუმჯობესებს.

„რამდენიმე კვირის წინ თავად გახლდით წალენჯიხასა და ჩხოროწყუში, სადაც ამ დასახლებების ისტორიაში პირველად შევიდა გაზი და თქვენ უნდა გენახათ იქ მცხოვრებთა სახეები. ჩვენ ამ პროცესს გეგმაზომიერად ვაგრძელებთ“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მისივე თქმით, ივლისში გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყება დუშეთის 6 სოფელში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2 სოფელში, ზესტაფონში, ხარაგაულში, მარნეულში, ტყიბულში, თერჯოლაში, ხარაგაულში, ვანსა და ა.შ.

მთლიანად, გაზიფიცირების პროგრამის ფარგლებში, აბონენტების რაოდენობა 3 წლის განმავლობაში მიაღწევს 1 300 000 ოჯახს მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც 226-ზე მეტი დასახლებული პუნქტია.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა