logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისთვის ორი მილიონი ევროს ღირებულების ახალი პროექტი იწყება
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისთვის ორი მილიონი ევროს ღირებულების ახალი პროექტი იწყება
12:11 19.06.2019
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო,გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) ერთად, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობ ახალ პროექტს იწყებს. პროექტს ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისთვის (ADC) ორი მილიონი ევროთი დააფინანსებს. ახალი პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში სოფლის განვითარების პოლიტიკის შემუშავებას, ღირებულებათა ჯაჭვის გაუმჯობესებას, ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებასა და გარემოსთან თავსებადი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის განვითარებას.

ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმამოადგილე გიორგი ხანიშვილმა გახსნა.

მინისტრის პირველმა მოადგილემ მადლობა გადაუხადა დონორ ორგანიზაციებს მხარდაჭერისთვის და პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ქვეყანაში თითოეულიახალიპროექტის ინიცირება სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისხელშეწყობას ნიშნავს. ასეთი პროექტები აძლიერებს ფერმერთა შესაძლებლობებს, ზრდის რეგიონების კონკურენტუნარიანობას, ხელს უწყობს მათი პოტენციალის წარმოჩენას. ვფიქრობ, პროექტი ეფექტიანი იქნება და მეტ ახალგაზრდას გაუჩენს აგრარულ დარგში საქმიანობის სურვილს“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.
ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა საქართველოში, მამუკა მესხმა და ავსტრიის განვითარება თანამშრომლობისთვის (ADC) წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა სამხრეთ კავკასიაში, გერჰარდ შაუმბერგერმა მიმართეს.

სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროექტი ოთხწლიანია. მის ფარგლებში დაგეგმილია, როგორც ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების გაძლიერება, ასევე კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო გრანტების გაცემა.

გრანტების გაცემის საპილოტე მუნიციპალიტეტებად რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში ონისა და ცაგერის,ხოლო შიდა ქართლის რეგიონში - ხაშურისა და გორის მუნიციპალიტეტები შეირჩა. გრანტები მიმართული იქნება ფერმერების კონკურენტუნარიანობის გაძლიერებისა და აგროწარმოებით გამოწვეული კლიმატის ცვლილების შემცირებისკენ, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ეროვნული სტრატეგიებით.

პროექტის პრეზენტაციას დაინტერესებული მხარეები და პოტენციური ბენეფიციარები ესწრებოდნენ. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრაც, სადაც პროექტის ტექნიკური საკითხები და განსახორციელებელი ღონისძიებები განიხილეს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა