logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
„საპარტნიორო ფონდმა“ ტურიზმის და მასპინძლობის მე-4 კონფერენციაში Welcome to Georgia! მიიღო მონაწილეობა
„საპარტნიორო ფონდმა“ ტურიზმის და მასპინძლობის მე-4 კონფერენციაში Welcome to Georgia! მიიღო მონაწილეობა
16:30 18.06.2019
„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი დანელია ტურიზმის და მასპინძლობის მე-4 კონფერენციაზე Welcome to Georgia! სიტყვით წარდგა. ღონისძიებას ესწრებიან საქართველოს მთავრობის, ასევე, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით, მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ გიორგი დანელიამ მიმართა.

„დღესდღეობით საქართველო ტურისტებისთვის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დანიშნულების წერტილია. უცხოელი ვიზიტორების მზარდი რაოდენობა, მათი ინტერესის გააქტიურება ჩვენი ქვეყნის მიმართ სულ უფრო საგრძნობი ხდება. ეს ბიძგს აძლევს ადგილობრივ ბიზნესს, რომ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განავითარონ ზემოხსენებული სექტორი. ტურიზმის სექტორში „საპარტნიორო ფონდის“ მიერ განხორციელებული ჯამური ინვესტიცია 160 მილიონი აშშ დოლარია, საიდანაც ფონდის თანამონაწილეობა 70 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს“, აღნიშნა დანელიამ.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიალზე „Welcome to Georgia!“-ს ნომინაციებში „საპარტნიორო ფონდის“ რამდენიმე პროექტმა გაიმარჯვა.

ფონდის შვილობილი კომპანია „სტარტაპ საქართველოს“ პროექტმა „WEHOST“ ორი ნომინაციის (საუკეთესო ტურისტული სტარტაპისა და ყველაზე მზარდი კომპანიის) გამარჯვებულის ტიტულები მოიპოვა. „საპარტნიორო ფონდის“ მფლობელობაში არსებულმა სასტუმრო „ბორჯომი ლიკანმა“ კი ჯილდო საუკეთესო სამთო-სათხილამურო სასტუმროს ნომინაციაში აიღო.

კონფერენციის ფორმატში იმართება რამდენიმე სადისკუსიო პანელი, რომლებიც მოიცავს ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ თემატურ პრეზენტაციებს ბაზრის მიმწოდებლებისა და ექსპერტების მონაწილეობით.

ღონისძიების ფარგლებში, პრეზენტაცია გამართა „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილი კომპანია „სტარტაპ საქართველოს“ დირექტორმა გიორგი ლომიძემ, რომელმაც ყურადღება გაამახვილა პროექტის იმ გამარჯვებულებზე, რომლებიც ტურიზმის ინდუსტრიის სფეროში არიან ჩართულნი და წარმატებით ოპერირებენ. „სტარტაპ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ინოვაციური ტურისტული ბიზნესების ხელშეწყობა, რადგან ტურიზმი ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მზარდი მიმართულებაა. ჩვენ გვყავს რამდენიმე ტურისტული სტარტაპი, რომლებმაც ბაზარზე მყარად დაიმკვიდრეს თავი, მათ შორის არიან „ვიჰოსტი“ და „აუდიოგაიდ-ჯორჯია“,“ აღნიშნა გიორგი ლომიძემ.

კონფერენციაზე აღინიშნა, რომ ღონისძიება არის ვრცელი პლატფორმა სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ექსპერტებისათვის, ასევე, საერთაშორისო და ადგილობრივი ბიზნესის წრეებისათვის ინფორმაციისა და გამოცდილების გასაცვლელად, ტურიზმის სექტორში სიახლეებისა და საქართველოში ამ მიმართულებით არსებული საინვესტიციო პოტენციალის გასაცნობად. ღონისძიების ფარგლებში, ინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის B2B შეხვედრებია დაგეგმილი.

























FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა