logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
მამუკა ბახტაძე: საქართველო უნდა გახდეს რეგიონის ეკონომიკური და სატრანსპორტო ჰაბი და ბუნებრივია ანაკლიას აქვს ამ სტრატეგიაში თავისი განსაკუთრებული როლი
მამუკა ბახტაძე: საქართველო უნდა გახდეს რეგიონის ეკონომიკური და სატრანსპორტო ჰაბი და ბუნებრივია ანაკლიას აქვს ამ სტრატეგიაში თავისი განსაკუთრებული როლი
01:42 16.06.2019
საქართველო უნდა გახდეს რეგიონის ეკონომიკური და სატრანსპორტო ჰაბი და ბუნებრივია ანაკლიას აქვს ამ სტრატეგიაში თავისი განსაკუთრებული როლი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებით დეზინფორმაციული კამპანია გრძელდება.


პრემიერის განცხადებით, საქართველოს სჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი, რათა ქვეყანამ მოახდინოს სატრანსპორტო პოტენციალის რეალიზაცია.


„ სწორედ მე ვიყავი ერთ-ერთი ინიციატორი ჯერ კიდევ საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელობის პერიოდში და ვსაუბრობდი, რომ თუ ჩვენ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას განვავითარებდით ისე, რომ შევძლებდით მსხვილი მოთამაშეების მოზიდვას, შევძლებდით ინტეგრირებას აზიის და ევროპის ბაზრების, საქართველოს გაუჩნდებოდა შანსი, რომ ყოფილიყო ეს სატრანსპორტო ცენტრი. ერთობლივ დეკლარაციაში სწორედ ეს არის ასახული. აქედან გამომდინარე, საქართველოში ნებისმიერი პროექტის განვითარება, განსაკუთრებით ანაკლიის, ჩვენ სწორედ ამ ჭრილში უნდა წარმოვიდგინოთ. ბუნებრივია, ჩვენ გვჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი, რომ მოვახდინოთ ჩვენი სატრანსპორტო პოტენციალის რეალიზაცია. მე მქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა სიეტლში, კომპანია “SSA MARINE”-თან, რომელიც განიხილება ამ პორტის ოპერატორ კომპანიად. ეს არის საკმაოდ მსხვილი, ძალიან გამოცდილი ამერიკული კომპანია და ბუნებრივია, ჩვენ მივესალმებით მსგავსი პროფილის და მსგავსი მასშტაბის ამერიკული კომპანიების მონაწილეობას ამ საკითხში. ეს არის განსაკუთრებული მასშტაბის მქონე პროექტი და ბუნებრივია ამ პროექტის წარმატება მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული იმაზე, რომ მსხვილი მასშტაბის მოთამაშეები და მსგავსი პროფილის კომპანიები აქტიურად იყვნენ წარმოდგენილი ამ პროექტში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის