logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
ივანე მაჭავარიანი:საქართველოსა და გერმანიის მთავრობებს შორის ფინანსური თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება
ივანე მაჭავარიანი:საქართველოსა და გერმანიის მთავრობებს შორის ფინანსური თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება
01:00 16.06.2019
“ორი ქვეყნის მთავრობებს შორის ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმების შესაბამისად იწყება ახალი ეტაპი პროფესიული განათლების, ენერგეტიკის სექტორის განვითარებისა და ენერგოეფექტურობის ზრდის მიმართულებით, “ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საქართველოსა და გერმანიის მთავრობებს შორის ფინანსური ხელშეკრულებების გაფორმების ღონისძიებაზე.

სიტყვით გამოსვლისას ფინანსთა მინისტრმა გერმანიასა და საქართველოს შორის პარტნიორობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და მადლობა გადაუხადა გერმანიის მთავარობას გაწეული თანადგომისთვის.

„ფასდაუდებელია მხარდაჭერა, რომელიც რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და სხვა გერმანული ორგანიზაციების მიერ ხორციელდება. 27- წლიანი ურთიერთობების განმავლობაში ჩვენი თანამშრომლობა სულ უფრო ღრმავდება. 1992 წლიდან გერმანიის მიერ საქართველოს საჯარო სექტორის განვითარებისათვის გამოყოფილია 1 მილიარდ ევროზე მეტი დაფინანსება გრანტების, ტექნიკური დახმარებისა და შეღავათიანი სესხის სახით, ” - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ფინანსთა მინისტრმა ასევე ისაუბრა გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით საქართველოში უკვე განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, გარემოსდაცვისა და სხვა სტრატეგიულ სფეროებში.

„განხორციელებული წარმატებული პროექტები მტკიცე საფუძველს ქმნის სამომავლო თანამშრომლობისათვის. ჩვენს ურთიერთობას საფუძვლად უდევს რწმენა, რომ გერმანიისთვის მნიშვნელოვანია განვითარებული საქართველო, ხოლო ჩვენთვის ფასდაუდებელია ასეთი ძლიერი ქვეყნის თანადგომა. ეს გვაძლევს ძალას, რომ მტკიცედ მივდიოთ ჩვენი ხალხის მიერ არჩეულ გზას დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფოსაკენ,” - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

15 ივნისს, საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) თბილისის ოფისის დირექტორმა კლაუს ფაიგელმა ხელი მოაწერეს ფინანსურ ხელშეკრულებებს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის