logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
ტექნოპარკში სამოქალაქო საზოგადოებისთვის ჰაკათონი გაიხსნა
ტექნოპარკში სამოქალაქო საზოგადოებისთვის ჰაკათონი გაიხსნა
22:33 14.06.2019
ტექნოპარკში გაიხსნა სამდღიანი ჰაკათონი სამოქალაქო საზოგადოებისათვის, რომელიც ხორციელდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობითა და ევროკავშირის დაფინანსებით, „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის რეგიონალური აქტივობების“ პროექტის ფარგლებში.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ჰაკათონის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოებისათვის ციფრული ჩართულობის საშუალების მიცემა, საჯარო ინსტიტუტების გამჭირვალობის გაუმჯობესება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში უფრო მეტი მოქალაქის ჩართვის უზრუნველყოფა. ჰაკათონი ასევე ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებსა და IT ექსპერტებს შორის ადგილობრივი ელ-დემოკრატიის პრაქტიკული გამოცდილების გაცვლას, ხელს შეუწყობს პროფესიონალური კავშირების დამყარებას სამოქალაქო აქტივისტებსა და IT ექსპერტებს შორის, ასევე გააძლიერებს საზღვრისპირა თანამშრომლობას.

სამოქალაქო საზოგადოების 70-ზე მეტი აქტივისტი, დიზაინერი და IT ექსპერტი შეიკრიბა თბილისში 3 დღითაზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, საქართველოდან, სომხეთიდან, მოლდოვასა და უკრაინიდან. ჰაკათონის განმავლობაში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და აქტივისტებისთვის შეიქმნება ციფრული ინსტრუმენტებისა და ვებ-პლატფორმების პროტოტიპები, რომლებიც საბოლოო ჯამში, უნდა დაეხმარონ მოქალაქეებს, მიიღონ მონაწილეობა სახელმწიფო ორგანოებთან ერთად გადაწყვეტილების მიღების პროცესებში.

2019 წლის ჰაკათონისთვის შერჩეული ყველა იდეის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: http://eapcivilsociety.eu/news/project-news/it4society.html

ჰაკათონისრულდება კვირას, 16 ივნისს, სადაც გუნდები წარადგენენ თავიანთი პროდუქტების პროტოტიპებს და ერთმანეთს შეეჯიბრებიან ჯილდოს მისაღებად - რაც გულისხმობს ციფრული პროდუქტის სრულ დაფინანსებსებას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა