logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
პრემიერმა დალასის Capital Factory-ის წარმომადგენლები საქართველოში სტარტაპებისა და ინოვაციების განვითარების კუთხით არსებული შესაძლებლობების შესასწავლად მიიწვია
პრემიერმა დალასის Capital Factory-ის წარმომადგენლები საქართველოში სტარტაპებისა და ინოვაციების განვითარების კუთხით არსებული შესაძლებლობების შესასწავლად მიიწვია
22:25 14.06.2019
საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ეკოსისტემის ჩამოყალიბებასა და დამწყები ბიზნესის განვითარებაზე ესაუბრა პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მრგვალი მაგიდის მონაწილეებს დალასის Capital Factory-ში, რომელიც ტეხასის შტატში მოქმედი მეწარმეების გრავიტაციის უმსხვილესი ცენტრია.

მთავრობის მეთაურმა მათ მიაწოდა ინფორმაცია სტარტაპების ხელშეწყობის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე და ისაუბრა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების კუთხით ქვეყანაში არსებულ პოტენციალზე.

მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს თანამედროვე ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და სტარტაპების განვითარებას და ამ სფეროში წარმატებული გამოცდილების გაზიარებას მიესალმება.

პრემიერ-მინისტრმა Capital Factory-ის წარმომადგენლები და შეხვედრაზე მყოფი მეწარმეები საქართველოში მიიწვია, რათა ისინი უშუალოდ გაეცნონ არსებულ გარემოს და დაიწყოს მუშაობა თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე.

შეხვედრის მონაწილეების შეფასებით, საქართველოს აქვს პოტენციალი, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ისევე, როგორც დამწყები ბიზნესის განვითარების კუთხით ხელშესახებ შედეგებს მიაღწიოს.

“ჩემში აღტაცებას იწვევს ის ინიციატივები, რომელსაც მთავრობის მეთაური ახორციელებს საქართველოში, რათა ხელი შეეწყოს მეწარმეობას, ინოვაციებს და მენტალური ცვლილებაც მოხდეს, რადგან ეს ყველაფერი ხალხის კეთილდღეობას დაეტყობა. შეხვედრამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მზად ვარ, დავეხმარო საქართველოს ყველა იმ რესურსით, რაც გამაჩნია”, - განაცხადა Hypergiant-ის თანადამფუძნებელმა და სტრატეგიულმა დირექტორმა დეივ ქაპსმა.

ტეხასის შტატი სტარტაპების რაოდენობის მიხედვით პირველ ადგილზეა. Capital Factory-ი, რომელიც ტეხასში მოქმედი მეწარმეების გრავიტაციის უმსხვილესი ცენტრია, 100 000-ზე მეტ მეწარმეს აერთიანებს, ასევე მუშაობს კადრების გადამზადების და დამწყები ბიზნესისთვის პირველი ინვესტორების მოძიების მიმართულებით და მეწარმეებს, პოტენციურ თანამშრომლებს, მენტორებსა და მომხმარებლებს ერთმანეთთან აკავშირებს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა