logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავამ აშშ-ის EXIM Bank - ში შეხვედრა გამართა
ნათია თურნავამ აშშ-ის EXIM Bank - ში შეხვედრა გამართა
22:31 13.06.2019
აშშ-ში ვიზიტით მყოფი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აშშ - ის EXIM Bank - ის დირექტორთა საბჭოს წევრს ჯუდით პრაიორს შეხვდა. შეხვედრას ასევე დაესწრო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის პოტენციალი ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, ხაზი გაესვა საქართველოს ბაზარზე ამერიკული კომპანიების მოზიდვისა და ქვეყნის ეკონომიკაში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ისეთ სწრაფმზარდ სეგმენტებზე, როგორიცაა უძრავი ქონება, სასტუმრო, ბიზნესპროცესების აუთსორსინგი, წარმოება და სხვ. აღინიშნა, რომ ქართული მხარე მიესალმება აშშ-სთან, როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან, ეკონომიკური კავშირების, მათ შორის, ორმხრივი ვაჭრობის განვითარებას.

ასევე ყურადღება გამახვილდა აშშ-ის „ექსიმ ბანკის“ მონაწილეობაზე საქართველოს ენერგეტიკის სექტორში, მათ შორის, განახლებადი ენერგიის წყაროების უკეთ ათვისების მიმართულებით. აღინიშნა, რომ საქართველო პრიორიტეტად მიიჩნევს ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსების გამოყენებას და მხარს უჭერს ამ სფეროში საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვას. ასევე ხაზი გაესვა, რომ ქართული მხარე მიესალმება მსგავს პროექტებში ისეთი მნიშვნელოვანი საფინანსო ორგანიზაციის მონაწილეობას, როგორიცაა აშშ-ის EXIM Bank .

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს, საქართველოს, როგორც რეგიონული მნიშვნელობის ჰაბის განვითარება იყო. აღინიშნა, რომ საქართველოს, თავისი ხელსაყრელი გეოსტრატეგიული მდებარეობით, შეუძლია უფრო აქტიური ფუნქციის შესრულება და მეტი სარგებლის მიღება, თუ მოემსახურება გაზრდილ ტვირთნაკადს ევროპას, ცენტრალურ აზიასა და ჩინეთს შორის. ქართულმა მხარემ აშშ-ის EXIM Bank - ის წარმომადგენლებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების შესახებ, რომელიც აქვს ევროკავშირთან, ჩინეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან და სხვა სახელმწიფოებთან, ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მიმართულია ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და საექსპორტო პოტენციალის განვითარების მიმართულებით.

ამერიკულმა მხარემ საქართველოს დელეგაციას მხარდაჭერა აღუთქვა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის