logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მამუკა ბახტაძე; საქართველოს მოიაზრებენ როგორც ქვეყანას, რომელსაც აქვს ყველა შესაძლებლობა გახდეს რეგიონის ეკონომიკური ცენტრი
მამუკა ბახტაძე; საქართველოს მოიაზრებენ როგორც ქვეყანას, რომელსაც აქვს ყველა შესაძლებლობა გახდეს რეგიონის ეკონომიკური ცენტრი
23:48 11.06.2019
საქართველოს ყველა მოიაზრებს როგორც ქვეყანას, რომელსაც აქვს ყველა შესაძლებლობა გახდეს რეგიონის ეკონომიკური ცენტრი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში რამდენიმე ქალაქში იმყოფებოდა, სადაც შედგა შეხვედრები წარმატებული კომპანიების ლიდერებთან.

„ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გვქონდა სან ფრანცისკოში, სილიკონველიში. ეს არის ადგილი, სადაც მსოფლიო ინოვაციების უდიდესი ნაწილი ხდება. ეს არის ადგილი, სადაც საფუძველს იღებს მეოთხე ინდუსტრიულო რევოლუცია, რომელიც სრულიად უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს ისეთ ქვეყნებს, რომლებიც ორიენტირებული არინ ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკის შექმნაზე და რა თქმა უნდა, საქართველოს ამ შემთხვევაში აქვს თავისი განსაკუთრებული როლი და შესაძლებლობა.

ჩვენ მოვისმინეთ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები ამერიკელი ინვესტორების მხრიდან.
ჩვენი ერთ-ერთი მიზანი გახლავთ ის, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ტექნოლოგიურ განვითარებასა და ცოდნაზე დაფუძნებული ეკნომიკის შექმნაზე, სწორედ საქართველო უნდა იყოს რეგიონის ლიდერი და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ , რომ სილიკონველის ყველაზეს წარმატებული პარტნიორი ევრაზიის კონტინენტზე იყოს სწორედ საქართველო“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, განსაკუთრებული ორიენტირი არის აღებული საქართველოში მაღალტექნოლოგიური ინვესტიციების მოზიდვაზე, რომელიც ქვეყანაში მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნის საშუალებას იძლევა.

„ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს ჩვენს ეროვნულ იდეას, განათლების რეფორმის სახით. მოგეხსენებათ, რომ მისი მთავარი არსი გახლავთ ის, რომ ბიუჯეტის მეოთხედი ყოველთვის მივმართოთ განათლების სექტორზე და ბუნებრივია განათლებაში მასშტაბური ინვესტიციების გარეშე ჩვენ ტექნოლოგიურ განვითარებაზე ვერ ვისაუბრებთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოს წამყვანმა ინვესტორებმა მიიღეს ეს ინფორმაცია და ამავე დროს, უკვე გვაქვს ჩვენ კონკრეტული პროექტები. მე არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო. მე მახსოვს, რამდენიმე თვის წინ, როდესაც მე ვსაუბრობდი, რომ ჩვენ გვაქვს იმისი შესაძლებლობა, საქართველო გახდეს ტექნოლოგიების ექსპორტიორი ქვეყანა, ჩვენ მოვისმინეთ სრულიად უსაფუძვლო კრიტიკა და დღეს არის რეალობა, რომ საქართველოში შენდება მზის პანელების საწარმოები, საქართველოში შენდება ელექტრომობილების წარმოების ქარხანა და ეს არის სწორედ ის კონკრეტული რეალობა, რომელიც ჩვენ შევძელით და შევქმენით. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არის ზღვაში წვეთი. ჩვენ გვჭირდება მეტი ინვესტიციები, სწორედ ისეთი კომპანიებისგან, რომლებსც ჩვენ ვხვდებით - ძლიერი ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიებისგან, რომელიც საშუალებას მოგვცემს საქართველოში შევქმნათ მეტი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი და როგორც შედეგი, დავამარცხოთ სიღარიბე“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა