logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
კომუნიკაციების კომისია "მაგთიკომს" მოუწოდებს, "მაგთი ფიქსის" აბონენტები მომსახურეობის გარეშე არ დატოვონ
კომუნიკაციების კომისია "მაგთიკომს" მოუწოდებს, "მაგთი ფიქსის" აბონენტები მომსახურეობის გარეშე არ დატოვონ
18:37 11.06.2019
კომუნიკაციების კომისია შპს „მაგთიკომისთვის“ 17 ივნისიდან CDMA ლიცენზიის ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მოგეხსენებათ, რომ ლიცენზიის ვადის ამოწურვის შემდეგ კომპანია აბონენტებს "მაგთი ფიქსის" სერვისით ვეღარ მოემსახურება. აბონენტების ინტერესების გათვალისწინებით კომისია 2 თვეზე მეტია ლიცენზიის ვადის გაგრძელებისთვის კომპანიას სხვადსხვა გამოსავალს სთავაზობს და მზად არის მთელ რიგ დათმობებზე წავიდეს, თუმცა მაგთიკომმა კომისიის მიერ შეთავაზებულ ყველა შესაძლო გამოსავალზე უარი განაცხადა.

კომისიის განცხადებით, მნიშვნელოვანია ყველა მოქალაქეს ჰქონდეს სატელეფონო მომსახურებებზე შეუზღუდავი წვდომა, სწორედ ამიტომ შევთავაზეთ კომპანია „მაგთიკომს“ მათთვის მისაღები პირობის გათვალისწინებით გაეგრძელებინათ CDMA ლიცენზიით სარგებლობა, თუმცა კომპანიამ იმ მიზეზით, რომ აღნიშნული სერვისი მათთვის მომგებიანი არ არის ჩვენს შეთავაზებებზე უარი განაცხადა.

"მიგვაჩნია, რომ მაგთი ფიქსის სერვისის გაუქმება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და პრობლემატური ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საქართველოს საზღვრის პირა სოფლებსა და მაღალმთიან რეგიონებშია. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის აბონენტი, რომელიც ზემოთ აღნიშნულ ტერიტორიებზე მაგთი ფიქსის მომსახურეობით სარგებლობს არ დარჩეს სატელეფონო კომუნიკაციის გარეშე. ამისთვის, კი ოპერატორს ორი არჩევანი აქვს: პირველი- დათანხმდეს კომისიის შეთავაზებებს, მეორე- მომსახურეობის გაძვირების გარეშე უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს აბონენტები ალტერნატიული საკომუნიკაციო სერვისით.

იმისთვის, რომ არც ერთ ადამიანი არ დაზარალდეს და არ შეეზღუდოს სატელეკომუნიკაციო მომსახურეობის მიღება, ისინი უნდა დაუკავშირდნენ კომპანია მაგთიკომს და მოითხოვონ ალტერნატიული სერვისით უზრუნველყოფა. თავის მხრივ კი კომპანია „მაგთის“, როგორც ბაზარზე მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორს, მოვუწოდებთ მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდოს აღნიშნულ საკითხს, გაითვალისწინოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საქართველოს საზღვრის პირა სოფლებსა და მაღალმთიან რეგიონებში არსებული ვითარება და განიხილოს კომისიის შეთავაზება" - ნათქვამია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა