logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით თბილისში Hilton-ი აშენდება
საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით თბილისში Hilton-ი აშენდება
14:55 11.06.2019
საქართველოს ბანკი აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას და ქვეყნისთვის პრიორიტეტული მიმართულებებით მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებას.

ბანკი თბილისში 201 ნომრიანი, ცნობილი ბრენდის სასტუმროს Hilton-ის მშენებლობას დააფინანსებს.

5 ვარსკვლავიანი სასტუმრო კოსტავას ქუჩაზე, სოფლის მეურნეობის ყოფილ სამინისტროს შენობაში შენდება. პროექტის მთავარი იდეა ორი ეპოქის გაერთიანება, ძველი და თანამედროვე არქიტექტურის მქონე შენობების ჰარმონიული სინთეზია. პროექტის მიხედვით მოხდება არსებული შენობის რესტავრაცია და თანამედროვე არქიტექტურით შექმნილი შენობის მიერთება. სასტუმროში განთავსდება რესტორანი. ბოლო სართულზე კი SkyBar-ი ლამაზი ხედებითა და სპა საცურაო აუზით. ასევე, საკონფერენციო ზონები, კაზინო, რომელსაც ოპერირებას გაუწევს მსოფლიო მასშტაბით ცნობილი ბრენდი. ინტერიერის დიზაინი, რომელსაც იტალიელი არქიტექტორი და დიზაინერი Piero Lissoni ქმნის, გამოირჩევა დახვეწილი სტილითა და ესთეტიურობით. მის დიზაინში გამოყენებულია ძველი თბილისის არქიტექტურის თემატიკა, რაც არსებულ პროექტს მეტ უნიკალურობას სძენს.

პროექტს საინვესტიციო კომპანია Granat-ი ახორციელებს. სასტუმროს მშენებლობისთვის 67 მილიონი აშშ. დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. პროექტის დასრულება 2020 წლის ბოლოს იგეგმება.

„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ეკონომიკურად გამართული პროექტების დაფინანსება და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა, განსაკუთრებით ტურიზმის მიმართულებით. ტურიზმის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი დარგია და მოხარული ვართ, რომ სწორედ ჩვენი ფინანსური მხარდაჭერით თბილისს კიდევ ერთი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო შეემატება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილი შენობა წლების განმავლობაში უფუნქციოდ იყო დატოვებული, კომპანია „გრანატის“ მიერ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების შემდეგ კი ძველი შენობა რესტავრაციის შედეგად ახალ სახეს შეიძენს. მნიშვნელოვანია, რომ სასტუმროს მშენებლობის პროცესში 500 ადამიანი დასაქმდა. მისი გახსნის შემდეგ კი, 300-ზე მეტი მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება. რაც შეეხება პროექტში საქართველოს ბანკის მონაწილეობას, ბანკის მხრიდან პროექტის განსახორციელებლად - 32 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსება გამოიყო“ - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი ფაილოძემ.

ინფორმაციისთვის, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მოსაპირკეთებლად გამოყენებული იქნება კომპანია Lafarge-ს მიერ შექმნილი ინოვაციური საფასადე მასალა Ductal, რომლითაც შექმნილია Louis Vuitton-ის ფონდის შენობა ქ. პარიზში. პროექტის გენერალური კონტრაქტორი სამშენებლო კომპანია BBC-ია. პროექტს სამშენებლო მენეჯმენტს ბრიტანული კომპანია BHP უწევს. რაც შეეხება პროექტის დიზაინერს, პიერო ლისონის, მისი არქიტექტურული და საპროექტო ნამუშევრები მსოფლიოს მასშტაბით აღიარებულია, მათ შორის სასტუმროები: Ritz Carlton Residences & Villas Maiami Beach; Conservatorium Hotel Amsterdam, Roomers Hotel Baden-Baden, Mamilla Hotel Jerusalem, Saint Vincent Resort Grand Hotel Billia, Shilla Stay Hotel, South Korea და სხვა. ლისონის მიღებული აქვს მრავალი საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის ჯილდო საუკეთესო დიზაინისთვის, Red Dot Award, Compasso D'Oro ADI, Elle Decor International და სხვა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა