logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
მამუკა ბახტაძე: ჩვენი მთავარი სტრატეგიაა, საქართველო ვაქციოთ რეგიონის ცენტრად ლოგისტიკის, საერთაშორისო ბიზნესის, ტურიზმის, განათლებისა და ტექნოლოგიებისთვის
მამუკა ბახტაძე: ჩვენი მთავარი სტრატეგიაა, საქართველო ვაქციოთ რეგიონის ცენტრად ლოგისტიკის, საერთაშორისო ბიზნესის, ტურიზმის, განათლებისა და ტექნოლოგიებისთვის
20:29 10.06.2019
ჩვენი მთავარი სტრატეგიაა, საქართველო ვაქციოთ რეგიონის ცენტრად ლოგისტიკის, საერთაშორისო ბიზნესის, ტურიზმის, განათლებისა და ტექნოლოგიებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კანადაში, ქალაქ მონრეალში, ამერიკის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში თემაზე - "გლობალური ეკონომიკა გარდამავალ პერიოდში" და საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე, ხელსაყრელ გეოგრაფიულ მდებარეობაზე და იმ შესაძლებლობებზე ისაუბრა, რომელსაც ქვეყანა ბიზნესს სთავაზობს.

მამუკა ბახტაძემ სიტყვით გამოსვლისას ასევე მადლობა გადაუხადა კანადას, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან გვერდით ედგა და ყველაზე მძიმე დროსაც მხარს უჭერდა საქართველოს.

“ჩვენ ვართ კარიბჭე ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყნისთვის და ევრაზიის კონტინენტის გზაჯვარედინზე ვიმყოფებით. ამიტომ, ჩვენი მთავარი სტრატეგიაა, საქართველო ვაქციოთ რეგიონის ცენტრად ლოგისტიკის, საერთაშორისო ბიზნესის, ტურიზმის, განათლებისა და ტექნოლოგიებისთვის.

განსაკუთრებით თვალსაჩინო მიღწევები გვაქვს ტურიზმისა და ენერგეტიკის სექტორებში, განსაკუთრებით განახლებადი ენერგიის წყაროების კუთხით, რადგან საქართველოში უხვად გვაქვს ჰიდრორესურსი; მესამეა სამთო მრეწველობა და მოხარული ვარ, რომ კანადური კომპანიების მხრიდან არსებობს ინტერესი, დაიწყონ ბიზნესი საქართველოში. საქართველო ცდილობს, გაზარდოს ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტიდან კომპანიების ინტერესი, წარმოება ჰქონდეთ სამყაროს ჩვენს ნაწილში, რადგან ეს მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი სამომხმარებლო ბაზარია”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მონრეალის კონფერენცია, რომელიც 1995 წლიდან ყოველწლიურად იმართება, ეკონომიკური გლობალიზაციის ძირითად საკითხებზე მსჯელობისთვის თავს უყრის პოლიტიკურ ლიდერებს, სახელმწიფო, კერძო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. ფორუმი ასევე ხელს უწყობს მაღალი თანამდებობის პირებსა და მსხვილი კორპორაციების ხელმძღვანელებს შორის პირდაპირი კონტაქტების დამყარებას. კონფერენცია, რომელსაც წელს 4 ათასამდე მონაწილე ჰყავს, 13 ივნისს დასრულდება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის