logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
ნათია თურნავა: ქალები საქართველოს ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ გამწევ ძალას წარმოადგენენ
ნათია თურნავა: ქალები საქართველოს ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ გამწევ ძალას წარმოადგენენ
18:44 10.06.2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ბიზნესგაერთიანების „ქალები მომავლისთვის“ წევრებს შეხვდა, რომლებიც, ძირითადად, მცირე და საშუალო ბიზნესს წარმოადგენდნენ.

ნათია თურნავასთან ერთად, მათ შეკითხვებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე, სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე თორნიკე ზირაქიშვილი პასუხობდნენ.

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ეკონომიკის სამინისტროს უახლოეს პრიორიტეტებზე, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებსა და ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებზე. შეხვედრის მონაწილე საქმიანი ქალბატონები განსაკუთრებით დააინტერესა სამინისტროს პროაქტიულმა საინვესტიციო პოლიტიკამ, რომელიც პოტენციური ინვესტორების „ერთი ფანჯრის“ პრინციპით მომსახურებას ითვალისწინებს. ასევე ყურადღება გამახვილდა ბიზნეს სახლის პროექტზე, რომელიც ბიზნესისთვის სახელმწიფო სერვისების ვირტუალურ მიწოდებას გულისხმობს.

მინისტრის მხრიდან გაკეთებული მოკლე პრეზენტაციის შემდეგ, ნათია თურნავამ დარბაზის შეკითხვებს უპასუხა.

შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ კომენტარში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დიდი მნიშვნელობა მიანიჭა კომუნიკაციის გაღრმავებას ისეთ ბიზნესორგანიზაციებთან, როგორიცაა „ქალები მომავლისთვის“, სადაც კომპანიების მფლობელები და მაღალი რანგის მენეჯერი, აგრეთვე მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებული ქალები არიან გაერთიანებული.

„ქალები საქართველოს ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ გამწევ ძალას წარმოადგენენ. დღეს ჩვენ ვიმსჯელეთ ბევრ საკითხზე, მათ შორის, იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დგას დღეს ბიზნესი. ასევე მოვუყევით ახალი ინიციატივების შესახებ, მათ შორის, რას ვგეგმავთ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის, ასევე ადგილობრივი ქართული წარმოების ხელშეწყობისთვის. ასეთი ტიპის შეხვედრებს მომავალშიც გავაგრძელებთ,” - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის