logo2
logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
თბილისის საერთაშორისო აეროპორტამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო
თბილისის საერთაშორისო აეროპორტამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო
15:59 08.06.2019
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა, კახეთის გზატკეცილის კაპიტალური რეაბილიტაციის ფარგლებში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტამდე მისასვლელი გზის - ევროპის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო.

სამუშაოები, დღეს, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ევროპის ქუჩა საქართველოში ჩამომსვლელ ვიზიტორებს თბილისზე პირველ შთაბეჭდილებას უქმნის, შესაბამისად, მისი მოწესრიგება ძალიან მნიშვნელოვანია.

„თბილისში კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. მთლიანად მოწესრიგდება ევროპის ქუჩა სამგორის რაიონში, აეროპორტიდან ამოსასვლელი, რომელიც მოასფალტდება, ასევე, გაკეთდება საფეხმავლო ბილიკები, შეიცვლება გარე განათების ბოძები და განახლდება გამწვანება. ეს ქუჩა არის თბილისის სახე და ქმნის პირველ შთაბეჭდილებას საქართველოში ჩამოსული ტურისტებისთვის. შესაბამისად, გვინდა, ის მოწესრიგებული და გალამაზებული იყოს. სამუშაოები აგვისტოს ბოლოსთვის მთლიანად დასრულებული იქნება“,- განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ ეტაპად ხორციელდება. თავდაპირველად, გადაიკეტა აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით სავალი ნაწილი ერთი თვის განმავლობაში და საპირისპირო მიმართულება დროებით ორმხრივი გახდა. პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, სამუშაოები თბილისიდან აეროპორტის მიმართულებით განხორციელდება და საპირისპირო მიმართულებაზე სატრანსპორტო ნაკადი ასევე, 30 დღით გადაერთვება.

რეაბილიტაცია ჩაუტარდება საავტომობილო სავალი გზის ნაწილს, განახლდება ბორდიურები და ტროტუარი, გამყოფ ზოლში მოეწყობა თვალამრიდები. 40 000 მ2 სიგრძეზე დაიგება ასფალტის ახალი საფარი.

მერიის ცნობითვე, სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია "ჯეუ გრუპი" ახორციელებს. რეაბილიტაციისთვის განსაზღვრული ვადა 80 კალენდარულ დღეს შეადგენს. თბილისის მერიის ბიუჯეტიდან რეაბილიტაციაზე დაახლოებით, 3 000 000 ლარი დაიხარჯება.

სამუშაოები მერთან ერთად, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემელაძემ და მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა გალაქტიონ ბუაძემ დაათვალიერეს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის