logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
ნათია თურნავა: ჭაითურაში შეთანხმების პირობების შესრულება ჩვენი მეთვალყურეობით მიმდინარეობს
ნათია თურნავა: ჭაითურაში შეთანხმების პირობების შესრულება ჩვენი მეთვალყურეობით მიმდინარეობს
16:52 07.06.2019
„ჭიათურაში ჩვენ საქმე გვქონდა საკმაოდ ეფექტურ მედიაციასთან, რაც განახორციელა სახელმწიფომ. ჩვენ ჩავერთეთ, როგორც მედიატორები გაფიცულ მაღაროელებსა და დამსაქმებელ კომპანიას შორის. ამასთან, ჩავერთეთ იმ ეტაპზე, როდესაც დავინახეთ, რომ გაჭირდა მხარეებს შორის კომუნიკაციის დამყარება და ჩასვლა და მედიაციაში მონაწილეობის მიღება გადავწყვიტეთ,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჭიათურაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. აღნიშნული განცხადება მინისტრმა პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას გააკეთა.


„ჭიათურისა და ზესტაფონის საწარმოები ქმნიან უდიდეს სისტემაშემქმნელ კომპლექსს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი დამსაქმებელია. გარდა ამისა, ჭიათურაში საქმიანობს სახელმწიფოს მიერ წარგზავნილი დროებითი მმართველი. ამასთან, გადასაწყვეტი იყო ისეთი საკითხები, რომელთა გამოც განსაკუთრებით მომთხოვნი ვიქნებით ამ ინვესტორთანაც და სხვებთანაც, საუბარია, შრომის ღირსეულ პირობებზე, ჯანდაცვის და დაზღვევის პირობების, აგრეთვე კვების გაუმჯობესებაზე და სხვ,“ - განაცხადა მინისტრმა.


ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა მედიაციის პროცესში მონაწილე ორივე მხარის - კომპანიის მენეჯმენტისა და გაფიცული მაღაროელების პასუხისმგებლიან მიდგომაზე, რომლის შედეგადაც მედიაცია წარმატებით დასრულდა. „ჩვენ თვალყურს ვადევნებთ, როგორ მიმდინარეობს შეთანხმების პირობების შესრულება,“ - განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ 2012 წლამდე ჭიათურის საწარმოს კომპლექსური შემოწმება არ განხორციელებულა.


„ჩვენი პოზიციაა, რომ პრიორიტეტს ვანიჭებთ შრომის ღირსეულ პირობებს და დასაქმებულების ინტერესების დაცვას. თუმცა ჩვენი ჩარევები უნდა იყოს დოზირებული და არგუმენტირებული. ჩვენ საშუალება უნდა მივცეთ კერძო ბიზნესს, ისწავლოს საკუთარ დასაქმებულებთან საუბარი და მსგავსი ტიპის ექსცესები არ დაუშვას,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა