logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
კახაბერ ოქრიაშვილი: მე თქვენ მოგმართავთ, როგორც დეპუტატი, როგორც ინვესტორი, მილიარდზე მეტი მაქვს მე თვითონ ჩადებული საქართველოში, რომ არ შეექმნას პრობლემა ანაკლიის პორტს
კახაბერ ოქრიაშვილი: მე თქვენ მოგმართავთ, როგორც დეპუტატი, როგორც ინვესტორი, მილიარდზე მეტი მაქვს მე თვითონ ჩადებული საქართველოში, რომ არ შეექმნას პრობლემა ანაკლიის პორტს
15:29 07.06.2019
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, კახაბერ ოქრიაშვილი ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ნათია თურნავას მიმართავს.

"ქალბატონო ნათია, მე მაქსიმალურად ვიქნები არაკრიტიკული თუ შევძლებ.

ესე იგი, პირველი რაც მინდა ვთქვა, ეს არის ჩემი მოსაზრება და მერე მინდა რომ კითხვა დაგისვათ, ჩემი მოსაზრება ის არის რომ ანაკლიის პორტი უნდა ააშენოს იმ ინვესტორმა, რომელიც დღეს მუშაობს, ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჩვენი საინვესტიციო კლიმატის აღქმისთვის. მეორე, ჩემთვის მიუღებელია, დღევანდელი შეხვედრა წარიმართა როგორც საგამოძიებო, საგამოძიებო ორგანოში მგონია თავი.

თუ საჭიროა კომისიები შევქმნათ და იქ ვიმუშაოთ ამ რეჟიმში იმიტომ რომ ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლა და არა კომიტეტში სამუშაო შეხვედრა.

მესამე, რა მოცემულობა გვაქვს პორტებთან დაკავშირებით, გვაქვს ფოთის პორტი, არის ინვესტორი მგონი უკვე ათი წელიწადია ეს ინვესტორია, სამწუხაროდ ფოთის პორტში არის ძალიან მაღალი ტარიფები, როგორც ვიცი ერთერთი ყველაზე მაღალი ტარიფებია რაც არსებობს ჩვენს რეგიონში და ევროპაში, რაც პრობლემაა ჩვენი ქვეყნისთვის, ათი წელია თუ მეტი არსებობს ეს ინვესტორი და აქამდე ქმედითი ნაბიჯები მისი მხრიდან, რომ გააკეთოს ღრმა წლოვანი პორტი, არ გადადგმულა. გამოჩნდა ინვესტორი და გამოჩნდა ახალი პროექტი, ანაკლიის პორტი.

ამ პროექტმა უკვე გაიარა განსაზღვრული გზა, არის ჩადებული დიდი თანხები, გზა გავლილია მართლა და ამ დროს ფოთის პორტში ხდება სკანდალი, ეს არის სკანდალური ინფორმაციის გაჟონვა, რომ იქაც აპირებს ინვესტორი გაკეთებას. მე ვთვლი, ამ გაჟონვაში არსებობს მოტივაცია, რომ ანაკლიის პორტი არ გაკეთდეს, იმიტომ რომ ეს არის, ამ ერთ მოტივაციას ვხედავ.

ამიტომ მე თქვენ მოგმართავთ, როგორც დეპუტატი, როგორც ინვესტორი, მილიარდზე მეტი მაქვს მე თვითონ ჩადებული საქართველოში, რომ ამ კუთხით არ შეექმნას პრობლემა ანაკლიის პორტს.

იმიტომ რომ, ჩემი ინფორმაციით რაც მე მაქვს ეხლა დღეს ინფორმაცია, საკმარისი ტვირთები ორი ღრმა წლოვანი პორტისთვის საქართველოში ჩვენი კორიდორის გავლით დრეს და ახლო პერსპექტივაში არ ჩანს, აქედან გამომდინარე არავითარი ნებართვები ფოთის პორტზე არ უნდა გაიცეს და პრაქტიკულად ექსკლუზივი ან კვაზი ექსკლუზივი უნდა გაიცეს ანაკლიის პორტზე და არც ინვესტორს ექნება საბაბი უარი თქვას ამ პორტის განხორციელებაზე, ამ შემთხვევაში.

მე მინდა რომ თქვენ ეს გაითვალისწინოთ ჩვენი მოწოდება, თუ გინდათ ჩათვალეთ რომ ეს არის უმრავლესობის, თუ გინდათ ჩათვალეთ რომ ეს არის ჩემი პირადი მოსაზრება, ეს არის ერთადერთი გზა დღეს, რომ ანაკლიის პორტში დარჩეს ის ინვესტორი რომელიც არსებობს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი"- განაცხადა კახაბერ ოქრიაშვილმა
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა