logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: შემოვდივართ წინადადებით, რომ კომუნიკაცია ინვესტორსა და მოსახლეობას შორის იყო მეტად მოწესრიგებული და რეგლამენტირებული
ნათია თურნავა: შემოვდივართ წინადადებით, რომ კომუნიკაცია ინვესტორსა და მოსახლეობას შორის იყო მეტად მოწესრიგებული და რეგლამენტირებული
14:46 07.06.2019
საქართველოში უნდა აშენდეს წიაღისეულის გადამამუშავებელი მეტი საწარმო და ინვესტირება ამ კუთხით უფრო მეტად უნდა განხორციელდეს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადგი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ამას გააჩნია თავისი სოციალური ზემოქმედება. შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტროს აქვს წინადადება, რომ ეს პროცესი იყოს მეტად მოწესრიგებული, მათ შორის კომუნიკაცია მოსახლეობასა და ინვესტორს შორის იყოს უფრო მეტად რეგლამენტირებული, რადგან დღეს ამ მიმართულებით კანონმდებლობა ბოლომდე დახვეწილი არა არის.

„უნდა ავამაღლოთ სოციალური სტანდარტი ინვესტორსა და მოსახლეობას შორის, კომუნიკაცია კონკრეტული პროექტების ფარგლებში უნდა იყოს იმავე დონეზე, რა დონეზეც გვაქვს გარემოსდაცვითი სტანდარტი. ამ თვალსაზრისით შევძლებთ, რომ ერთის მხრივ ინვესტორიც იყოს უფრო პასუხისმგებლიანად განწყობილი და იყოს მზად იმ დამატებითი ხარჯებისთვის და იმ დამატებითი პროგრამებისთვის, რაც კონკრეტული პროექტის არეალში სოციალური პროგრამების განხორციელებას დასჭირდება‘’, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, ასეთ შემთხვევაში მოსახლეობაც იქნება უფრო მეტად ორგანიზებული და ფოკუსირებული კონკრეტულად თავის საჭიროებებზე.

,,ეს პროცესი, მათ შორის კომუნიკაციის, არ გაგრძელდება უსასრულოდ და დასრულდება ინვესტიციით, დასრულდება განხორციელებული პროექტით და დამატებითი სამუშაო ადგილებით. ამიტომ ჩვენ შემოგვაქვს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ინიციატივა, რომელიც გვსურს კანონმდებლობით დავაფიქსიროთ და გარკვეულწილად სავალდებულო, მოწესრიგებული ხასიათი მივანიჭოთ,-‘’განაცხადა ნათია თურნავამ.

სოციალური პასუხიმგებლობა წარმოადგენს მოპოვების პროცესის უარყოფითი გავლენების შემცირების მიზნით მომპოვებელი კომპანიის ქმედებას/ქმედებათა ერთობლიობას, რომელიც მიმართულია ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისაკენ.

„დარწმუნებული ვარ, ქვეყანაში სოციალური პასუხისმგებლობის დანერგვა პოზიტიური ნაბიჯი იქნება ყველა ჩართული მხარისთვის“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა